როჟე მარტინ დიუგარის შესახებ…
1881 წლის 23 მარტს დაიბადა ფრანგი რომანისტი,დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში – როჟე მარტინ დიუგარი. 17 წლის ასაკში წაიკითხა ლევ ტოლსტოის ქმნილება – “ომი და მშვიდობა”.რომანმა მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.დიუგარმა სწორედ მაშინ გაათვითცნობიერა პირველად თავადაც მწერლობა რომ სურდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი თავის შემოქმედებას განსაკუთრებულად აკრიტიკებდა და ხშირად საჯაროდ კიცხავდა კიდეც.გარდა ამისა,.ჩვევად ჰქონდა კოცონზე იმ ხელნაწერების დაწვა,რომლებსაც სუსტად მიიჩნევდა. და მიუხედავად ამისა,მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა – უზარმაზარია.ეპოქალური ნაშრომი – ცხოვრების მთავარი შედეგი – სერია რომანებისა “ტიბოს ოჯახი”. რვა ტომი,რომელიც დროგამოშვებით გამოიცა 1922-1940 წლებში.
მაშინ,როდესაც ფრანგ მწერალს ნობელის პრემიით აჯილდოვებდნენ,სცენაზე ნობელის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ავიდა და დიდხანს ისაუბრა “ტიბოს ოჯახზე”.საუბრის დასასრულს კი ხმამამღლა აღნიშნა: ” – მარტინ დიუგარიმ ბოლოს და ბოლოს ადამიანის სულში შემოიტანა იდეალიზმი”. – (ავტორი გენია.ჯი)