აკირა კუროსავა – “ეპიზოდი”
“რომ არ ჰქონოდა ბედნიერება,უბედურება უშველიდაო”, – ასე ამბობდნენ დიდი იაპონელი კინორეჟისორის,სცენარისტისა და პროდიუსერის – აკირა კუროსავას (1910-1998 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე გავლენიან რეჟისორად აღიარებული კუროსავას შემოქმედების მრავალრიცხოვან არმიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებდა იტალიური წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი კინორეჟისორი – ფრენსის ფორ კოპოლა.იტალიელი კინორეჟისორი იმდენად იყო აღფრთოვანებული თავისი კოლეგის ბუმბერაზი შესაძლებლობებით,რომ მეგობრებში ხშირად ასეთ რამესაც კი ამბობდა – “ნობელის პრემია ლიტერატურაში რომ გაიცემა,რეჟისორებსაც უნდა გადასცენ. და თუ ეს ასე მოხდება,მისი გაცემა აკირა კუროსავათი უნდა დაიწყონო”.
ნიშანდობლივია ისიც,რომ თავისი სურვილი კოპოლამ ნობელის კომიტეტსაც გააცნო წერილობითი სახით. – (ავტორი გენია.ჯი)