ვერნერ ფონ ბრაუნის შესახებ…

გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელმა მეცნიერმა - ვერნერ ფონ ბრაუნმა (1912-1977 წლები) თავისი განვლილი ცხოვრებით დამაჯერებლად დაადუსტურა,რომ გენია და ბოროტება ერთმანეთთან თავსებადები არიან.მან მესამე რაიხის უბოროტესი რეჟიმისათვის შექმნა “შურისძიების იარაღი” (ფაუ 2),ითამაშა უოლტ დისნეის რამდენიმე საბავშვო ფილმში და ადამიანს საშუალება მისცა მთვარეზე გაფრენილიყო. (ავტორი გენია.ჯი)

1946 წლის 9 დეკემბერს გამოცემულმა პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა “Time”-მ” პირველად ჩააბარა ანგარიში ფართო საზოგადოებას ფონ ბრაუნის მუშაობის შედეგების შესახებ.ჟურნალში უნიკალურ მასალებთან ერთად ღიად იყო აღბეჭდილი იმ ადამიანების ფოტოებიც,რომლებმაც აშშ-ის მიერ წარმოებულ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.სტატია შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა: “მათ შეპირდნენ,რომ ოდესღაც შესაძლებლობა მიეცემოდათ მიეღოთ აშშ-ის მოქალაქეობა”.ბრაუნის მიმართ მედიისა და საზოგადოების დაინტერესების პიკი 1960 წელს გადაღებულმა კინოფილმმა – “მე მივისწრაფვი ვასრკვლავებისკენ” გამოიწვია.ფილმი დაფუძნებული გახლდათ მეცნიერის ბიოგრაფიულ ცნობებზე,რამაც ბრაუნის გაღიზიანება გამოიწვია.ვერნერს არ ესიამოვნა გახსენება იმისა,რომ მის მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის იარაღით (მათ შორის რაკეტებით) ადრეულ წლებში მრავალი უდანაშაულო ადამიანი იქნა განადგურებული.თუმცა ბრაუნი ერთადერთი ადამიანი არ იყო,ვისაც ფილმი არ მოეწონა.ვერნერ ფონ ბრაუნის შესახებ გადაღებული კინოფილმი არ მიიღო არც საზოგადოებამ.ლონდონში მოქალაქეებმა ფილმის ჩვენების საწინააღმდეგო პიკეტი მოაწყვეს.ულამაზეს ბელგიურ ქალაქ ანტვერპენში,რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ბრაუნის მიერ შექმნილი ფრთოსანი რაკეტებით,ქალაქის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად აკრძალა კინოთეატრებში გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელი მეცნიერის შესახებ გადაღებული კინოფილმის ჩვენება. – (ავტორი გენია.ჯი)

ვერნერ ფონ ბრაუნი ფაშისტ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>