ულუღ ბეგის შესახებ…
საქართველოს დაუძინებელი მტრისა და სისასტიკით განთქმული შუააზიელი მხედართმთავრის – თემურლ ლენგის,იგივე “კოჭლი თემურის” შვილიშვილმა – მუჰმად თაღარაი ულუღ ბეგმა (1394-1449 წლები) დაუნდობელი ბაბუასაგან განსხვავებით,ცხოვრების კარდინალურად განსხვავებული გზა აირჩია. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაკავდა ისტორიით,მათემატიკით,წერდა ლექსებს,ხოლო სამარყანდი,რომელსაც იგი განაგებდა,უნიკალური მუსულმანური კულტურის ცენტრად აქცია. 1824 წელს ულუღ ბეგის ბრძანებით აზიის ამ უმშვენიერეს ქალაქში აგებული იქნა ობსერვატორია,რომელსაც იმ პერიოდში ბადალი არ გააჩნდა მსოფლიოში, და რომელშიც პირველად იქნა კლაუდიუს პტოლემეს მიერ შედგენილ ასტრონომიულ გამოთვლებში შესწორებები.
რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს,აქ ულუღ ბეგი დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა.საკუთარი ვაჟის – აბდ ალ-ლატიფის მიერ ტახტიდან ჩამოგდებული სამარყანდის ყოფილი მმართველი საკუთარი ვაჟის ბრძანებითა და სურვილით მექაში გაემგზავრა ცოდვების მოსანანიებლად.თუმცა მექაში წასულს აბდ ალ-ლატიფმა დაქირავებული მკვლელები გააყოლა უკან,რომლებმაც ერთ პატარა კიშლაკში (სოფელში) მამამისი ჯერ მოკლეს,ხოლო შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
ულუღ ბეგის ტახტიდან ჩამოგდებიდან ექვსი თვის თავზე ტახტიდან ჩამოგდებული და მოკლული იქნა აბდ ალ-ტალიფიც.ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მმართველმა – აბდულაჰ იბნ იბრაჰიმმა ქვეშევრდომებს უბრძანა,მოეძიებინათ და მოეკრიფათ ულუღ ბეგის ნაშთები,რათა საკადრისი პატივით მიებარებინათ მიწას,რაც ასეც მოხდა.სამარყანდის ინტელექტუალი მმართველი სრული პატივით იქნა დაკრძალული თემურიდების მავზოლეუმში,ბაბუას – “კოჭლი თემურის” გვერდით.ულუღ ბეგის ვაჟი კი,როგორც “მამისმკვლელი”,ყველა მინარეთში სამარადჟამოდ შეაჩვენეს და დაწყევლეს. – (ავტორი გენია.ჯი)