ანტონ ვან დეიკი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ნიდერლანდელი მახტვრისა და გრაფიკოსის – ანტონ ვან დეიკის (1599-1641 წლები) სიცოცხლის უკანასკნელი ეტაპი შემოქმედებითად ძალიან ნაყოფიერი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ხანდაზმულ ასაკში მყოფმა ხელოვანმა წინა პერიოდებისაგან განსვავებით ძალიან სწრაფად დაიწყო მუშაობა,რამაც მხატვრის უახლოესი ადამიანების გაოცება გამოიწვია:
- ანტონ,რატომ ჩქარობ ასე სურათებზე მუშაობის დასრულებას? როგორც მახსოვს,ადრე გაცილებით ნელ ტემპში მუშაობდი! ახლა,როდესაც უკვე სახელოვანი მხატვარი ხარ,ვერავინ გაბედავს საყვედური შემოგკადროს ნელა მუშაობისთვის.- უთხრა ვან დეიკს ერთ-ერთმა მეგობარმა.
- ადრე საკუთარი რეპუტაციისათვის ვმუშაობდი,ახლა კი – საკუთარი სამზარეულოს მაგიდისთვის ვმუშაობ.ნუთუ თქვენ არ იჩქარებთ იმ სამზარეულო მაგიდასთან მისვლას,რომელიც ათასგვარი უგემრიელესი ნუგბარით არის დახუნძლული? – გაიკვირვა დიდმა ნიდერლანდელმა მხატვარმა. – (ავტორი გენია.ჯი)