დეივიდ ლივინგსტონის შესახებ…
თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დიდმა შოტლანდიელმა მისიონერმა,აფრიკის მკვლევარმა და მოგზაურმა - დეივიდ ლივინგსტონმა (1813-1873 წლები) “შავი კონტინენტის” შესწავლას მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) მოგზაურობისა და კვლევების პერიოდში განათლებით მედიკოს ლივინგსტონს ათასობით კილომეტრის ფეხით გავლა მოუხდა.მან უარი განაცხადა აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის – ზამბეზის ქვემო რეგიონების შესწავლაზე,რადგან აღნიშნული რეგიონი სხვა ევროპელ მოგზაურებს ადრეულ რუკებზე უკვე ჰქონდათ დატანილი.თუმცა მოგზაურობა დაიწყო ამავე მდინარის ჩრდილოეთ ნაწილში და გადაკვეთა აფრიკის კონტინენტი ატლანტის ოკეანიდან ინდოეთის ოკეანემდე.ლივინგსტონი იყო ადამიანი,რომელიც პირველი მივიდა სწორ წარმოდგენამდე აფრიკის კონტინენტის,როგორც მატერიკის თაობაზე, და დაასკვნა ისიც,რომ ამ მატერიკის სანაპიროები ინდოეთის ოკეანეში იყვნენ შეჭრილნი.ის იყო პირველი ადამიანი,რომელმაც შავკანიანი აფრიკელების დისკრიმინაციის წინააღმდეგ საჯაროდ ამოიღო ხმა.ამიტომაც უყვარდათ განსაკუთრებულად აფრიკელებს ჰუმანური ბუნებით მოსილი დიდი შოტლანდიელი, და ამიტომაც შეარქვეს მოფერებით – “დიდი ლომი”.
“შავ კონტინენტზე” მოგზაურობისას (1855 წელს) ლივინგსტონმა მიაღწია ჩანჩქერს,რომელსაც დიდი ბრიტანეთის დედოფლის – ვიქტორიას საპატივცემულოდ – “ჩანჩქერი ვიქტორია” უწოდა.მდინარე ზამბეზზე წამომართული 1,800 მეტრის სიგანის მქონე ვიქტორიას ჩანჩქერიდან წყალი – 128 მეტრი სიმაღლიდან ვარდებოდა,რაც თავის მხრივ,ულამაზეს სანახაობას ქმნიდა.ახლადაღმოჩენილი ჩანჩქერის მშვენიერებით ხიბლში ჩავარდნილ მოგზაურს თავის დღიურში ასეთი სახის ჩანაწერი დაუტოვებია – “ვერავინ შეძლებს აქ,ამ ადგილას ნანახი სილამაზე ინგლისში ნანახ ნებისმიერი ადგილის სილამაზეს შეადაროს.ეს ევროპელთა თვალებს ჯერ კიდევ არ უხილავთ.ეს ადგილი იმდენად თვალმწარმტაცია,რომ შესაძლოა,აქ ანგელოზებიც კი დაფრინავდნენ მის მწვერვალზე წარმოქმნილ ნისლში”.
1873 წლის 1 მაისს დეივიდ ლივინგსტონი ზამბიურ დასახლება ჩიტამბოში გარდაიცვალა.შოტლანდიელი მოგზაურის მუხლებზე დაჩოქილი ცხედარი პირველად მისმა აფრიკელმა შავკანიანმა მეგობრებმა – ჩუმამ და სუზიმ აღმოაჩინეს.მეგობრებმა “შავი კონტინენტის” მეგობარი კაცის ცხედარს სათანადო პატივი მიაგეს და მისი ცხედარი მარილის გამოყენებით დააბალზამეს.დეივიდის გული ჩიტამბოში დაკრძალეს,ხოლო სხეული კი უესტმინსტერის სააბატოში გადაასვენეს.დიდი შოტლანდიელის საფლავზე აღმართული იქნა მემორიალური დაფა წარწერით: “ერთგული ხელების საშუალებით და ზღვისა და ხმელეთის გავლით გადმოსვენებული დეივიდ ლივინგსტონი,მისიონერი,მოგზაური და კაცობრიობის მეგობარი”. – (ავტორი გენია.ჯი)