ვაჟა-ფშაველა – “თუ გიღალატო,დედაო”
სანამ კი ვცოცხლობ ბედკრული,
შევყურებ მზეს და მთვარესა,
შენს სიბეჩავეს დავაცვეთ
ჩემს დაწყლულებულ მკლავებსა…
თუ გიღალატო,დედაო,
ნუმც დავიმარხო მთაშია.
ნუ დადვან ვაჟის ფშავლისა
ხმალი სატირლის თავშია…
შავეთში გამგზავრებულსა
ცხენი წამექცეს წყალშია,
ქვეყნისგან შეჩვენებულმა
ბინა დავკარგო ცაშია,
გამიწყდეს ბეწვის ხიდაი,
ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!
თუ გიღალატო,დედაო…