ოდიოზი მეფის – აჰმედ ბენ იაჰია ჰამიდადინის შესახებ…
აფრიკის კონტინენტზე განთავსებული თანამედროვე იემენის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1918-1962 წლებში ჩრდილოეთ იემენის სამეფო ფუნქციონირებდა,რომლის მცირერიცხოვან მონარქებს შორის ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა დესპოტური მეთოდებით მმართველი ჩრდილოეთ იემენის მეფე – აჰმედ ბენ იაჰია ჰამიდადინი (1891-1962 წლები).როგორც წესი,ოდიოზური თვისებებით ცნობილი ადამიანების მიმართ საზოგადოების მხრიდან ყურადღება ყოველთვის მაღალი იყო.მითუმეტეს იმ შემთხვევაში,როდესაც ასეთ პიროვნებას რომელიმე ისტორიული პერსონა წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომაც მოვიყვანთ ერთ-ერთ მაგალითად ოდიოზური თვისებებითა და სასტიკი ქმედებებით სახელგანთქმულ მეფე – ჰამიდადინს.
როგორც ჩანს,ჩრდილოეთ იემენის მონარქს ძალიან უყვარდა ძვირფასი კედლის საათები,რადგან მისი ბინის კედლები,საძინებლების ჩათვლით – კედლის უამრავი საათით ჰქონდა მორთული.აჰმედის საწოლთან განთავსებულ კომოდზე ტყავის მათრახი იდო,რომელსაც საკუთარი ხარჭებისა და მოსამსახურე პერსონალის დასასჯელად იყენებდა.იქვე კედელზე ეკიდა მინაში ჩასმული უზარმაზარი ფოტო,რომელშიც თვითკმაყოფილი გამომეტყველების მქონე ტირანი ფანჯრიდან ადევნებს თვალს ჯალათის მიერ ერთ-ერთი ტუსაღის სასტიკ გამათრახებას.
ოთახში თვალშისაცემ ადგილას დევს რკინის ხუნდები, და როდესაც იემენელ გამცილებელს ჰკითხეს,რაში სჭირდებოდა მეფეს თავის საძინებელში მასიური რკინისაგან დამზადებული ხუნდები,პასუხად მიიღეს,რომ ეს ხუნდები მეფის ბრძანებით გამოიყენებოდა ნებისმიერი ადამიანის მიმართ.აჰმედის პირადი დაცვის წევრები,რომლებიც მუდმივად ახლოს იმყოფებოდნენ თავიანთ მბრძანებელთან,ყოველთვის მზად იყვნენ მისი ბრძანების აღსასრულებლად.საინტერესო და საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ აჰმედმა მოსამსახურეებს საძინებლის მარცხენა მხარეს განთავსებულ კედელზე რატომღაც პირველი საბჭოთა კოსმონავტის – იური გაგარინის მოზრდილი ფოტო დააკიდებინა…
გარდა ამისა,ჰამიდადინს საძინებელში ყოველთვის თან ჰქონდა სპორტული პისტოლეტები,რომლებსაც ხშირად საკუთარ თავს ესროდა მცველების თვალწინ.ამით იგი ცდილობდა მცველებისთვის დაემტკიცებინა,თითქოს ტყვია არ მეკარებაო.ერთადერთ კინითეატრს,რომელიც იმ პერიოდის ჩრდილოეთ იემენის სამეფოში არსებობდა,ბინა ჰამიდადინის სახლში ჰქონდა დადებული.თავად კინემატოგრაფიის დიდი მოყვარული მონარქი არა მხოლოდ საკუთარ ხალხს უკრძალავდა ფილმების ყურებას,არამედ მისი გარემოცვის უახლოეს წარმომადგენლებსაც კი.
და ბოლოს… აჰმედ ბენ იაჰია ჰამიდადინს საწოლთან განთავსებულ კომოდზე მუდმივად ედო ხისგან დამზადებული ყუთი,რომელშიც მუდმივადმე ძლიერმოქმედი შხამი ინახებოდა (მიანც,ყოველი შემთხვევისთვის). – (ავტორი გენია.ჯი)