ვიქტორ-მარი ჰიუგო – “ეპიზოდი”
გენიალურ ფრანგ მწერალსა და ფრანგული რომანტიზმის მამამთავარს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს (1802-1885 წლები) მისი შემოქმედების ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჰკითხა: ” – მოუცია თუ არა თქვენთვის ოდესმე ცხოვრებას ისეთი ნიშანი,რომელიც მომავალ შემოქმედებით დიდებას გიწინასწარმეტყველებდათ?”
” – დიახ,რა თქმა უნდა,ყოფილა! აი,ასეთიც კი იყო:
ერთ გვიან საღამოს სახლში ერთობ შეზარხოშებული დავბრუნდი.დიდხანს ვაძლიე ზარი და დიდხანს ვაბრახუნე კარზე,მაგრამ,რატომღაც ჩემმა კონსერჟმა (მოსამსახურემ) კარები არ გამიღო.შესაძლოა ეძინა კიდეც.ამ დროს კი ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მომინდა.ეს გრძნობა დროთა განმავლობაში იმდენად გამიმძაფრდა,რომ იძულებული გავხდი იქვე,ჩემი ფანჯრების დაბლა მყოფ ბუჩქებში მომესაქმებინა.მოულოდნელად,ქალმა,რომელმაც ჩემ სიახლოვეს ჩაიარა და შემნიშნა,დიდად გაღიზიანებულმა მომაყვირა – “აი,შეხედეთ,ღორი! ნუთუ შესაძლებელია ასე იქცეოდეს ადამიანი,თვით ვიქტორ ჰიუგოს სახლთანო, – და გზა განაგრძო”. – (ავტორი გენია.ჯი)