ივანე შიშკინი და კონსტანტინე სავიცკი – “დილა ფიჭვის ტყეში”
“დილა ფიჭვის ტყეში” – წარმოადგენს გენიალური რუსი მხატვარ-პეიზაჟისტის,გრავიორ-აკვაფორტისტისა და დიუსელდორფის სახვითი ხელოვნების სკოლის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის – ივანე შიშკინისა (1832-1898 წლები) და ჟანრული მხატვრობის რუსი დიდოსტატის – კონსტანტინე სავიცკის (1844-1905 წლები) მიერ ერთობლივად ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 139 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 213 სანტიმეტრი.
ამ ბრწყინვალე სურათის დახატვის იდეა შიშკინს სავიცკიმ მიაწოდა,რომელიც მოგვიანებით იქცა კიდეც ტილოს თანაავტორად.სურათზე მუშაობა მხატვრებმა 1890 წელს დაიწყეს და იმავე წელს დაასრულეს.სავიცკიმ ტილოზე დათვები ასახა და ერთ-ერთ მათგანს საკუთარი ხელმოწერაც დაუსვა,თუმცა ტილოზე გაკეთებული სავიცკის ხელმოწერა,შიშკინისაგან განსხვავებით,სურათის მომავალმა მფლობელმა – პავლე ტრეტიაკოვმა სპეციალისტებს მოაშლევინა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამის გამო მიუთიებდნენ ხშირად,რომ “დილა ფიჭვის ტყეში” მხოლოდ – ივანე შიშკინის ნამუშევარი იყო.
სურათის კომპოზიცია მართლაც რომ ულამაზესია.იგი ნახვისთანავე დიდებულ განწყობაზე აყენებს ადამიანს.თვალწარმტაცი ფიჭვის ტყის ფონზე,რომელიც მხატვრებმა კუნძულ გოროდომლიაზე ყოფნისას იხილეს,გამოსახულია ოთხი დათვი,მათ შორის სამი ბელი.სურათი დეტალურად გადმოგვცემს მხატვრების მიერ დანახული ბუნების უნატიფესი სულის სრულ არსს,მზის უმშვენიერესი სხივების ფონზე.
ერთობლივად შექმნილმა შიშკინისა და სავიცკის სურათმა სახვითი ხელოვნების სპეციალისტებსა და კრიტიკოსებში იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა.შედევრის ხელიდან გაშვება დიდ დანაშაულად მიიჩნია ცნობილმა რუსმა კოლექციონერმა და მეცენატმა – პავლე ტრეტიაკოვმა,რის გამოც მან იგი უმალვე შეისყიდა და საკუთარ კოლექციაში დააბინავა.
ტილოზე ასახულმა დათვებმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში,რომ სავიცკიმ მასობრივად დაიწყო სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი დათუნიების ფანქრით ხატვა (ხშირად ასეთ ჩანახატებს შიშკინის გვარსაც ურთავდა ხოლმე,რასაც მას არც უმალავდა),დახატვის შემდგომ კი მათ საკმაოდ სარფიან ფასად ჰყიდდა.მოგვიანებით,აღნიშნული ტილოს სიუჟეტი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკონდიტრო საწარმოს – “წითელი ოქტომბრის” ხელმძღვანელობამ მის მიერ წარმოებული საუკეთესო ხარისხის მქონე შოკოლადის – “დათუნიას” შესაფუთ მასალაზე აღაბეჭდინა.დღესდღეობით,ივანე შიშკინისა და კონსტანტინე სავიცკის ნიერ ერთობლივად შექმნილი სურათი – “დილა ფიჭვის ტყეში”,დაცულია მოსკოვში განთავსებულ ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე შიშკინი
კონსტანტინე სავიცკი