ფრიდრიხ II დიდი – “ეპიზოდი”
ცნობილია,რომ ომებით,ფილოსოფიით,ხელოვნებითა და ლიტერატურით გატაცებული “ბებერ ფრიცად” წოდებული პრუსიის მეფე – ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები) სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ ლტოლვას არასოდეს იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) ფრიდრიხის ბიოგრაფების მტკიცებით,პრუსიელი მონარქის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი არსებობდა და ისიც მისი კანონიერი მეუღლე – ელისაბედ კრისტინა ბრაუნშვეიგსკაია იყო.ერთ დღეს ფრიდრიხის თანდასწრებით ქვეშევრდომებმა სხვადასხვა აზიური სამეფოების კარზე არსებული ჰარემების შესახებ დაიწყეს მსჯელობა და აღნიშნეს,რომ ყოველ აზიელ მმართველს უამრავი ცოლი ჰყავდა.მონარქი მათ საუბარს რამდენიმე ხნის განმავლობაში დიდი ყურადღებით უსმენდა,თუმცა ბოლოს გაკვირვებულმა წამოიძახა: ” – საკვირველია,როგორ უძლებენ? მე ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი ქალი მყავს,ისიც ჩემი მეუღლე და, ვფირობ,რომ ესეც კი ძალიან ბევრია ჩემთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
ელისაბედ კრისტინა ბრაუნშვეიგსკაია