ვასილი სურიკოვი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ ისტორიული სიუჟეტების მქონე ბრწყინვალე სურათების ავტორს – ვასილი სურიკოვს (1848-1916 წლები) ლაქიამ კონვერტი გადასცა და უთხრა,რომ მისგან მომავალ პასუხს შემოსასვლელ კარებთან მსახური ელოდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) კონვერტში განთავსებული წერილიდან მხატვარმა შეიტყო,რომ მას ერთი გავლენიანი და მდიდარი გრაფი საკუთარ სასახლეში გასამართ საზეიმო ვახშამზე ეპატიჟებოდა.წერილის ბოლო ნაწილში კი მითითებული იყო: “საზეიმო საღამოზე ქალბატონები დაიშვებიან მხოლოდ საღამოს კაბებით – მამაკაცები ფრაკებით!” – გრაფისაგან წაყენებულმა წინაპირობამ ფრაკების ჩაცმისადმი ერთობ მწყრალად განწყობილი ხელოვანი ძალიან გააღიზიანა და გულმოსულმა თავისთვის ჩაილაპარაკა: “ხედავთ? მარტო სურიკოვი ეცოტავათ და მისი ფრაკიც მოინდომეს!” – მალევე ვასილიმ ოჯახის მასპინძელს საშუალო ზომის მქონე კარდონის ყუთისა და ფრაკის მიტანა სთხოვა.როდესაც მასპინძელმა სახელოვანი სტუმრის თხოვნა დააკმაყოფილა,სურიკოვმა ყუთში სათუთად ჩადო ფრაკი,რომელზეც ზემოდან თავისი სავიზიტო ბარათი დაადო.ბოლოს კი საგულდაგულოდ შეფუთა ყუთი და მის მიმპატიჟებელ გრაფს ასეთი უცნაური სახით გაუგზავნა. – (ავტორი გენია.ჯი)