გეორგ ზიმონ ომი – “ეპიზოდი”
გენიალურმა გერმანელმა ფიზიკოსმა - გეორგ ზიმონ ომმა (1789-1854 წლები),რომელმაც მეცნიერების ისტორიაში,როგორც ელექტრული წრედის ძირითადი კანონის ავტორმა დაიმკვიდრა სახელი,თავისი უმნიშვნელოვანესი მეცნიერული აღმოჩენის შესახებ პირველად 1826 წელს განაცხადა საჯაროდ. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერი ვარაუდობდა,რომ მის აღმოჩენას კოლეგები სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებდნენ,მაგრამ მისდა გასაკვირად,ყველაფერი პირიქით მოხდა.კოლეგა მეცნიერებმა ომი მასხრად აიგდეს,ხოლო ბავარიის სამეფოს განათლების მინისტრმა კი იგი სულაც სამსახურიდან დაითხოვა პირადი ბრძანების საფუძველზე.მინისტრის ღრმა რწმენით,ომის მიერ მათემატიკის კლასიკურ ფიზიკასთან შერწყმა – ყოვლად დაუშვებელი ერესი იყო.გეორგი ასევე დათხოვნილი იქნა კიოლნის კოლეჯიდანაც,სადაც ის ლექციებს კითხულობდა.
მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში “ომის კანონის” ყველასაგან მოძულებული და მიტოვებული ფუძემდებელი მეცნიერი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა.იმისათვის,რომ – ეარსება,მან კერძო მასწავლებლად დაიწყო ბერლინში მუშაობა.დიდი აღმოჩენიდან მხოლოდ და მხოლოდ 15 წლის გასვლის შემდგომ დაფასდა სათანადოდ გეორგ ზიმონ ომის მეცნიერული მუშაობის შედეგები: 1841 წელს ბრიტანეთის სამეფო აკადემიამ ომი ოქროს მედალით დააჯილდოვა,ხოლო 1842 წელს კი იმავე ბრიტანეთის მეცნიერების აკადემიის მოქმედ წევრადაც აირჩიეს. – (ავტორი გენია.ჯი)