მექსიკის შეერთებული შტატები – “ეპიზოდი”

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე განთავსებული ერთ-ერთი ფედერალური სახელმწიფო – მექსიკის შეერთებული შტატები,ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების,მოსახლეობის უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირის,ქუჩებში გამეფებული ძალადობისა და სხვა უამრავი პრობლემის გამო,მთლად კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე. (ავტორი გენია.ჯი) თუკი თვალს გადავავლებთ აცტეკებისა და მაიას უნიკალური ცივილიზაციის აკვანი ქვეყნის თანამედროვე ტერიტორიას,ის მართლაც რომ ჩრდილშია მოქცეული აშშ-ის და კანადის უზარმაზარი ტერიტორიების ფონზე,მაგრამ უთუოდ უნდა შევნიშნოთ,რომ მიუხედავად ამისა,მექსიკა აფრიკის კონტინენტზე არსებულ ყველა სახელმწიფოზე (ალჟირის გამოკლებით) დიდი ქვეყანაა ტერიტორიის მხრივ,ხოლო ევროპის ზოგიერთი დიდი ქვეყნის ტერიტორია ამ ჩრდილოამერიკული ქვეყნის ტერიტორიასთან შედარებით – ჯუჯა ქვეყნებადაც კი გამოიყურებიან. 1 972 550 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის მქონე მექსიკის შეერთებული შტატები,რომელიც ამ მაჩვენებლით მე-13 ადგილზე იმყოფება მსოფლიოში, 1821 წლისათვის დედამიწის ხუთ უდიდეს სახელმწიფოფათაგან ერთ-ერთი მათგანი იყო.ზემოთ განთავსებულ 1821 წლის მონცემების მქონე რუკაზე კარგად არის მონიშნული დამოუკიდებელი და ერთიანი მექსიკის ის უზარმაზარი ტერიტორია,რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში ეკავა მას.თუმცა ისტორიის დაუნდობელმა დინებებმა მექსიკა დატოვა ისეთი ტერიტორიების გარეშე,როგორებიც არის – ტეხასის შტატი,არიზონა,ნიუ-მეხიკო,იუტა,ნევადა და კალიფორნია (ყველა შტატი თანამედროვე აშშ-ის შემადგენლობაში შედის).გარდა ამისა, XIX საუკუნის ამ უდიდესმა სახელმწიფომ დაკარგა ქვეყნის სამხრეთით განთავსებული – ჰონდურასი,სალვადორი,ბელიზი,კოსტრა-რიკა,ნიკარაგუა და გვატემალის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილი.თავის მხრივ კი,დღეისათვის ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.თუკი ყველა ამ ტერიტორიას ერთი სახელმწიფოს საზღვრებში მოვაქცევთ,დავადგენთ,რომ იგი გაცილებით დიდ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული,ვიდრე მთელი ევროკავშირის ქვეყნებია ერთად აღებული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>