კუექსკომატე
კუექსკომატე – წარმოადგენს მექსიკის ქალაქ პუებლაში განთავსებულ გეიზერს,რომელსაც შეცდომით მსოფლიოში არსებულ ყველაზე პატარა მოცულობის მქონე ვულკანად მოიხსენიებენ.უტო-აცტეკურ ენათა ოჯახის ნაჰაუს შტოს ერთ-ერთი ენიდან – ნაუატლიდან თარგმანით,- კუექსკომატე – “თიხის ქოთანს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ირკვევა,გეიზერის ფორმირება 1064 წელს იქნა დაწყებული იმ რაიონში,სადაც ამოფრქვეული იქნა პოპოკატეპეტლის უზარმაზარი ვულკანი.შესაბამისად,სწორედ პოპოკატეპეტლის ვულკანის ამოფრქვევა იქცა ამ უნიკალური გეიზერის ფორმირების უმთავრეს მიზეზად.კუექსკომატეს სიმაღლე 13 მეტრს უტოლდება.კრატერის ზემო ნაწილის დიამეტრი 43 ფუნტი,ანუ 8 მეტრია,ხოლო შიდა დიამეტრი კი – 23 მეტრს შეადგენს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ტურისტების მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესის გამო,გეიზერის შიდა ნაწილში დამონტაჟებული იქნა სპირალური ფორმის მქონე კიბე,რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეუძლიათ მისი სრულყოფილი დათვალიერება.ამას ხელს უწყობს ისიც,რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია,რაც კუექსკომატეზე არ დაფისირებულა გეოთერმული წყლების (შადრევნის) ამოფრქვევის არც ერთი შემთხვევა.
ადრეულ ეპოქებში,იმ ადამიანებს,რომლებმიც სიცოცხლეს თვითმკვლელობის საშინელი აქტით ასრულებდნენ,პუებლაში მაცხოვრებელი ხალხი მიწას არ აბარებდა.მათი რწმენით,სუიციდის შედეგად აღსრულებულ ადამიანთა სულებს ეშმაკები განაგებდნენ,რის გამოც ისინი არ იმსახურებდნენ არც დატირებას და არც მათი ცხედრების მიწისათვის მიბარებას.ამიტომაც აგდებდნენ პუებლელები თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვლილი უბედური ადამიანების ცხედრებს – კუექსკომატეს გეიზერში.გეიზერის ირგვლივ მაცხოვრებელ ადამიანებს კი სხვა ტერიტორიების მკვიდრნი – “ეშმაკის შვილებს” უწოდებდნენ,რადგან მათ ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ მყოფებად მიიჩნევდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)