წითელი აკანტოფენიქსი
წითელი აკანტოფენიქსი – წარმოადგენს პალმების მარადმწვანე მცენარეების ოჯახის წარმომადგენელ მცენარეს აკანტოფენიქსის რიგისა,რომელიც პირველად აღწერილი იქნა დიდი ფრანგი ბოტანიკოსისა და ბუნებისმეტყველის – ჟან-ბატისტ ბორი დე სენ-ვენსანის მიერ 1804 წელს. (ავტორი გენია.ჯი) წითელი აკანტოფენიქსის გავრცელების უმთავრესი არეალებია ინდოეთის ოკეანეში განთავსებული კუნძულოვანი სახელმწიფოს – მავრიკის ენდემური რეგიონები.თუმცა,მავრიკის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით,ისინი ყველაზე მრავლად მაინც რეიუნიონისა და როდრიგესის კუნძულებზე გვხვდება,სადაც აღნიშნული მცენარეების არსებობისათვის საუკეთესო კლიმატური პირობები არსებობს.
წითელი აკანტოფენიქსის ხის სიმაღლე 24 მეტრს აღწევს.საშუალოდ, – 18 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე მცენარის ბასრი ეკლებით დაფარული ღერო ერთობ რბილია და იგი რამდენიმე ათეული გრძელი ტოტისაგან შედგება.თითოეული ტოტის სიგრძე კი – 3,5 მეტრსაც უტოლდება.ტოტებზე განლაგებული ფოთლების სიგრძე ხუთიდან ოც სანტიმეტრამდე მერყეობს.შეიცავენ მოყვითალო ფერის ნაყოფს,რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ საკვებად,არამედ სამკურნალოდაც,რადგან მისგან ამზადებენ სხვადასხვა დანიშნულების მქონე სამკურნალო წამლებს.სწორედ ამიტომ მიაკუთვნებენ წითელ აკანტოფენიქსს - “სამკურნალო მცენარეთა” რიგს.
დღესდღეობით მავრიკის მოსახლეობა წითელი აკანტოფენიქსის კულტივირებას შაქრის ლერწმის კულტივირებას ამჯობინებს,რადგან ამ მხრივ უფრო მეტ შემოსავალს იღებს.შედეგად,მავრიკელები ამ ულამაზესი მცენარეების განადგურების ხარჯზე ზრდიან თავიანთ მფლობელობაში არსებული შაქრის პლანტაციების ტერიტორიებს,რამაც სამწუხაროდ,წითელი აკანტოფენიქსის პოპულიზაციის დონე ძალიან დაბლა დასცა.- (ავტორი გენია.ჯი)