იაპონიაში 1 200 წლის მანძილზე მოქმედი ტაბუ
ბუდისტური რელიგიის ზეგავლენის შედეგად,”ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის სათავეში VII საუკუნის შუა ნახევრაში მოსულმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას კატეგორიულად აუკრძალა ცხოველური ხორცის საკვებად გამოყენება (საყურადღებოა,რომ აღნიშნული ტაბუ ულამაზესი საკურასა და გრძნეული ქრიზანთემების სამშობლოში თითქმის 1 200 წლის განმავლობაში მოქმედებდა!).იმავე საუკუნეში,კერძოდ კი – 675 წელს,იაპონიის რიგით მე-40 იმპერატორმა – ტენმუმ გამოსცა ბრძანებულება,რომლის თანახმადაც ქვეყნის ის მოქალაქეები,რომლებიც გაბედავდნენ და საკვებად გამოიყენებდნენ აკრძალულ ცხოველურ ხორცს,მათ შორის მაიმუნებისა და სხვა შინაური ცხოველებისაგან დამზადებულ კერძებს, – სიკვდილით დაისჯებოდნენ.იმპერატორის მიერ დაწესებული ტაბუ არ ვრცელდებოდა თევზეულზე,როგორც ცივსისხლიან ცხოველებზე.
მას შემდგომ,რაც XVI საუკუნეში იაპონელებმა კონტაქტები დაამყარეს ქრისტიან ევროპელ მისიონერებთან,ვეგეტარიანელებად ქცეულებმა კვლავაც განაახლეს ცხოველური ხორცისაგან დამზადებული კერძების მოხმარება.თუმცა 1687 წელს “ამომავალი მზის” ქვეყნის ხელისუფლებამ ისევ აკრძალა ხორცის საკვებად გამოყენება.საბოლოო ჯამში,აღნიშნული კანონი (ტაბუ) 1872 წელს იქნა ოფიციალურად გაუქმებული ამ უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაში.მაგრამ უნდა შევნიშნოთ,რომ მთავრობის გადაწყვეტილებას იაპონელი ხალხი (მათ შორის განსაკუთრებით ბუდიზმის მიმდევარი სასულიერო პირები) დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია.ამას ადასტურებს ისიც,რომ ტაბუს მოხსნიდან დიდი ხნის განმავლობაში,იაპონელთა უმრავლესობა ძველებურად აცხადებდა უარს ხორცპროდუქტების საკვებად მოხმარებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
იმპერატორი ტენმუ (631-686 წლები)