კენძი ჰატანაკა – “ეპიზოდი”
1945 წლის 15 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა – ჰიროჰიტომ საერთაშორისო რადიომაუწყებლობის მეშვეობით ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და იაპონიის საიმპერატორო შეიარაღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ უმძიმესი ინფორმაცია აუწყა. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია,რომ იმპერატორის გამოსვლა პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული არ ყოფილა და იგი წინა საღამოს გაკეთებულ ჩანაწერს წარმოადგენდა.გარდა ამისა, ჩანაწერი არც საიმპერატორო სასახლეში იყო გაკეთებული.იმ საღამოს კი,როდესაც ჰიროჰიტოს რადიოში წარმოსათქმელი სიტყვა იწერებოდა,უსიტყვო კაპიტულაციის აქტით შეურაცხყოფილმა და გაღიზიანებულმა იაპონელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს.მაიორმა – კენძი ჰატანაკამ (1912-1945 წლები),რომელიც ერთ-ერთი ლიდერი იყო პუტჩისა,თავის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარისო ნაწილით რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში მოაქცია საიმპერატორო სასახლე.მას ამ გზით სურდა იმ რადიოტრანსლაციის ჩაშლა,რომლის მეშვეობითაც იმპერატორს ქვეყნის მოსახლეობისათვის კაპიტულაციის აქტზე იაპონიის ხელის მოწერა უნდა ეცნობებინა.ჰატანაკას ჯარისკაცებმა საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს იმპერატორის სასახლე,თუმცა ჰიროჰიტო სასახლეში ვერ აღმოაჩინეს.გარდა ამისა,იმპერატორის ჩანაწერი,რომელიც რადიოში მეორე დღეს იქნა გადაცემული,შენიღბვის მიზნით დანიშნულების ადგილამდე გასარეცხი ტანისამოსით სავსე სამრეცხაო კალათით მიიტანეს.შესაბამისად,ტრანსლაციაც იქნა რადიოეთერში გაშვებული და იმპერატორიც უვნებელი გადაურჩა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.თავის მხრივ კი,დამარცხებულმა და ძებნილმა კენძი ჰატანაკამ ველოსიპედის საშუალებით იმპერატორის სასახლის ბაღამდე მიაღწია,სადაც სხვა შეთქმულებთან ერთად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. – (ავტორი გენია.ჯი)