ულე-ეინარ ბიორნდალენი – “ეპიზოდი”

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი (8-გზის ოლიმპიური და 20-გზის მსოფლიო ჩემპიონი ბიატლონში),ნორვეგიელი ბიატლონისტი – ულე-ეინარ ბიორნდალენი ნორვეგიის სიდიდით მეექვსე ქალაქ დრამენში მოკრძალებული ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ფერმერის ოჯახში დაიბადა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პერიოდის შესახებ იგი ამბობს: “საკუთარი თავის შესახებ ძალიან ცოტა რამ შემიძლია გითხრათ.მე ნორვეგიელი ვარ,დაბადებული უბრალო გლეხის ოჯახში,რომელსაც 9 ძროხა და 5 შვილი ჰყავდა.მე დავიბადე ისეთ ოჯახში,სადაც ძროხებს ბევრად უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ,ვიდრე ჩვენ,ბავშვებს”.სწავლის მიმართ იმთავითვე გულგრილი ბიორნდალენი თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს სპორტულ სექციაში ატარებდა და მოთხილამურის სპორტულ კარიერაზე ოცნებობდა,თუმცა საბოლოო ჯამში ულე-ეინარმა არჩევანი მააინც ბიატლონის სასარგებლოდ გააკეთა და საბოლოო ჯამში,ერთ-ერთ უდიდეს ბიატლონისტადაც იქცა მსოფლიო ისტორიაში.

ბიორნდალენი,რომელიც განსაკუთრებით უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას (რაიმე სახის ავადმყოფობისაგან თავის დაზღვევის მიზნით იგი იშვიათად ართმევს ადამიანებს ხელს),დღესდღეობით იტალიაში ცხოვრობს ბელორუსული წარმომავლობის მქონე მეუღლესთან – დარია დომრაჩევასთან და ქალიშვილთან – ქსენიასთან ერთად.ბიატლონისტმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტს ევროპელთა შესახებ შემდეგი რამ განუცხადა: “მე ძალიან მიყვარს იტალია,მისი მთები,ბუნება,სამზარეულო.თუმცა-კი,ნამდვილი ნორვეგიელი გახლავარ.ხოლო ისეთი ხალხი,როგორებიც ჩვენ,ნორვეგიელები ვართ ევროპაში აღარ არსებობენ: ნორვეგიაში არ არსებობს ევროპული პრაგმატიზმი და მიდრეკილება ფუფუნებისადმი.ნორვეგიელები არასოდეს ანსხვავებენ ერთმანეთისგან სიმდიდრესა და სიღარიბეს, და თუკი ცნობილი ადამიანი ბრძანდებით,არავინ არასოდეს შეგიქმნით პრობლემებს.ჩვენ ძალიან დელიკატური ხალხი ვართ და არასოდეს ვაბეზრებთ თავს ცნობილ ადამიანებს ავტოგრაფების ჩამორთმევის თხოვნით.არც ლიფტებში ვუვარდებით მათ სურათის გადასაღებად.ევროპაში კი ყველაფერი სხვაგვარად არის.აქ ადამიანები აბსოლუტურად შეშლილები არიან: წინა ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ჩემთან ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა და მთხოვა ავტოგრაფი მიმეცა.როდესაც დავთანხმდი,იგი მოულოდნელად ავტომობილისაკენ გაიქცა,საიდანაც თხილამურები გადმოიტანა და ისევ ჩემთან მოირბინა.კითხვაზე,რაში სჭირდებოდა ზაფხულის ამ ხვატ სიცხეში თხილამურები,მიპასუხა: თქვენ ავტოგრაფი სწორედ ამ თხილამურებზე უნდა დააწეროთო.აკი გითხარით: ევროპაში ადამიანები აბსოლუტურად შეშლილები არიან-თქო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>