დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,ისტორიკოსთა დიდი ნაწილი პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაში იმთავითვე გერმანიის უკანასკნელ იმპერატორს – ვილჰელმ II-ს სდებდა ბრალს.ისტორიკოსებს არც პოლიტიკოსები ჩამორჩნენ და 1919 წელს მიღებულ ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებაში ჩაწერეს,რომ პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორი – ვილჰელმ II იყო.შესაბამისად,გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი - სამხედრო დამნაშავედ იქნა გამოაცხადებული.სამშობლოდან ნიდერლანდებში გაქცეული გერმანიის კაიზერისათვის ეს ინფორმაციები მიუწვდომელი არ ყოფილა,რის გამოც მან თავის მემუარებში საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების მიზნით წარმოადგინა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება (დოკუმენტების სახით),რომელთა თანახმადაც ამ საშინელი ომის პროვოცირება ანტანტის ქვეყნებს ბრალდებოდა.დაასახელეთ,რამდენი უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულება მოიყვანა თავის გასასამართლებლად და ანტანტის ქვეყნების დასადანაშაულებლად ვილჰელმ II-მ მის მიერ დაწერილ მემუარებში? – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ვილჰელმ II-მ საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად 12 მტკიცებულება წარმოადგინა დოკუმენტების სახით.მიუხედავად ამისა,პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაში იგი მაინც უმთავრეს დამნაშავედ იქნა მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)