დიპლომატიური ეტიკეტის სრული იგნორირება
XVIII საუკუნის დასაწყისში ქალაქ შლისელბურგის პორტში მდგომ საიმპერატორო იახტას რესტავრაცია ჩაუტარდა.სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებას რუსეთის იმპერატორმა – პეტრე I-მა საზეიმო ღონისძიებები მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ დროს (1703 წლის 11 აპრილს) მდინარე ნევაში სრულიად შემთხვევით გადავარდა და დაიხრჩო საქსონიელი ელჩი – ფ.კენიგსეკი.მას შემდგომ,რაც კენიგსეკის ცხედარი იქნა აღმოჩენილი,მის პირად ნივთებში იპოვეს გერმანული წარმომავლობის მქონე ქალის – ანა მონსის მედალიონი და ელჩისადმი მიწერილი რამდენიმე სასიყვარულო წერილი.შესაბამისად,ყველასათვის ცნობილი გახდა ის ფაქტი,რომ პეტრე I-ის ფავორიტი ქალი (ანა მონსი),რომელსაც რუსეთის იმპერიის დედოფლის გვირგვინსაც კი უწინასწარმეტყველებდნენ,იმპერატორს ხუთი წლის განმავლობაში ღალატობდა.აღნიშნული ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა თავად პეტრესათვისაც.თავის მხრივ,განრისხებულმა მონარქმა ანა მონსი ქვეშევრდომებს შინაპატიმრობაში ააყვანინა.ამ უსიამოვმო მოვლენამ ერთობ დაძაბა ურთიერთობა რუსეთის იმპერიასა და პრუსიის სამეფოს შორის.იმისათვის,რომ შინაპატიმრობაში აყვანილი მონსისათვის რაიმე სახით დახმარება აღმოეჩინა,მასზე უზომოდ შეყვარებულმა მამაკაცმა,პრუსიის ელჩმა – გეორგ-იოან ფონ კეიზერლინგმა (რომელმაც მოგვიანებით იქორწინა კიდეც ანა მონსზე) დიდი მცდელობის შედეგად პეტრე აუდიენციაზე დაითანხმა.მონარქსა და დიპლომატს შორის მშვიდ გარემოში დაწყებულმა აუდიენციამ დროთა განმავლობაში იმდენად კონფლიქტური სახე მიიღო,რომ წყობილებიდან გამოსულმა პეტრე I-მა და სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა – ალექსანდრე მენშიკოვმა პრუსიის სამეფოს ელჩზე ხელით გაიწიეს: მათ იგნორირება გაუკეთეს ყოველგვარ დიპლომატიურ ეტიკეტებს და განრისხებულებმა სასტიკად სცემეს იგი.ნაცემი ელჩი კი ბოლოს საიმპერატორო სასახლის კიბეებიდან დააგორეს და ასე დამამცირებელი მეთოდით გააგდეს სამეფო კარიდან.
პრუსიელი ელჩის მიმართ განხორციელებულმა ფიზიკურმა ანგარიშწორებამ და დიპლომატის მიმართ გამოვლენილმა ესოდენ დამამცირებელმა ქმედებებმა რუსეთის იმპერიასა და პრუსიის სამეფოს შორის დიდი სკანდალი წარმოშვა,თუმცა საქმე ომამდე მაინც არ მისულა. – (ვტორი გენია.ჯი)
ანა მონსი
პეტრე I
ალექსანდრე მენშიკოვი
გეორგ იოან ფონ კეიზერლინგი (პეტრესა და მენშიკოვის მიერ ნაცემი პრუსიელი ელჩი)