ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების – “მშვიდობის სვასტიკა”
ერთ-ერთი ულამაზესი სკანდინავიური ქვეყნის – ფინეთის რესპუბლიკის,სამხედრო-საჰაერო ძალების სიმბოლოდ მიჩნეული და გამოყენებულია “სვასტიკა”.აღნიშნული სიმბოლოს გამოყენება,სათავეს უძველესი პერიოდიდან იღებს ფინელ ხალხში და იგი ერთგვარად გამოხატავდა “ბედნიერებისა და მშვიდობის” სიმბოლოს იმ პერიოდში. (ავტორი გენია.ჯი) 1918 წლიდან კი აღნიშნული სვასტიკა ოფიციალურად აისახა ფინეთის სამხედრო საჰაერო ძალების გერბზე,დროშასა და თვითმფრინავებზე.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ეს მოვლენა დაფიქსირდა მაშინ,როდესაც ჰიტლერი ჯერ კიდევ არ იყო მოსული გერმანიის ხელისუფლების სათავეში და შესაბამისად არანაირი კავშირი მას ფაშიზმთან არ გააჩნდა.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,მოლაპარაკებების შედეგად ფინელებს აღნიშნული სვასტიკის გამოყენებაზე უარი უნდა განეცხადებინა,თუმცა რიგი მიზეზთა გამო ამაზე უარი განაცხადეს.1957 წელს,ფინეთის რესპუბლიკის რიგით მე-8 პრეზიდენტის ურჰო კალევა კეკონენის (1900-1986 წლები),მიერ “მშვიდობის სვასტიკა” (როგორც მას მოიხსენიებენ),ოფიციალურად იქნა დამტკიცებული (ზემოთ სურათზე მოყვანილი ფორმით) და იგი ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყველა საფრენ აპარატზე იქნა გამოსახული.გერმანული სვასტიკისაგან განსხვავებით,მას სრულად ვერტიკალური ფორმა აქვს. (ავტორი გენია.ჯი) ფინეთის მთავრობა ირწმუნება,რომ ამ სვასტიკას არანაირი შეხება არ აქვს ფაშისტურ სვასტიკასთან და დღესაც ფართოდ გამოიყენება ფინურ სამხედრო-საჰაერო ძალებში.
სხვაობა “ფაშისტურ” სვასტიკასა და ვინურ “მშციდობის სვასტიკას” შორის (ლურჯი ფერით მითითებულია ფინური სვასტიკა,ხოლო შავი ფერით გერმანული)