როჟე ვადიმი – “ეპიზოდი”
პოპულარული სატელევიზიო ინტელექტუალური ვიქტორინის – “ბრეინ-რინგის” მიმდინარეობისას წამყვანმა შემდეგი სახის შეკითხვა დასვა: “რა აერთიანებთ ერთმანეთთან სამ ისეთ კინოვარსკვლავ ქალს,როგორებიც არიან – ბრიჯიტ ბარდო,კატრინ დენევი და ჯეინ ფონდა?”
დასმულ შეკითხვაზე ინტელექტუალური ვიქტორინის ერუდირებულმა მონაწილეებმა ბევრი იმსჯელეს და პასუხად განაცხადეს,რომ ამ უმვენიერეს სამ ქალს ერთმანეთთან მხოლოდ – მსახიობის პროფესია აერთიანებდა.თუმცა მათი პასუხი წამყვანის მიერ არასწორ პასუხად იქნა შეფასებული,რადგან სწორი პასუხი ირწმუნებოდა,რომ ბრიჯიტ ბარდოს,კატრინ დენევსა და ჯეინ ფონდას ერთმანეთთან აერთიანებდა არა მსახიობის პროფესია,არამედ – ერთი მამაკაცი.კერძოდ კი,”კინოინდუსტრიის კაზანოვად” წოდებული ფრანგი კინორეჟისორი,მსახიობი და პროდიუსერი – როჟე ვადიმი (1928-2000 წლები).თავის დროზე,რუსი მამისა და ფრანგი დედის ვაჟს – ვადიმს ცოლად ჰყავდა,როგორც ბრიჯიტ ბარდო,ასევე კატრინ დენევი და ჯეინ ფონდა. 1990-იან წლებში მან წიგნიც კი გამოსცა,სახელწოდებით: “ბარდო,დენევი და ფონდა”,რომელშიც ავტორი დეტალურად აღწერდა ამ სამ ულამაზეს ქალთან თავს გადამხდარ ცხოვრებისეულ ისტორიებს. – (ავტორი გენია.ჯი)
ბრიჯიტ ბარდო
ჯეინ ფონდა
კატრინ დენევი