იგორ კიო – “ეპიზოდი”
ოდესაში გასტროლებზე მყოფ ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთ უდიდეს საბჭოთა ილუზიონისტთან და ცირკის მსახიობთან – იგორ კიოსთან (1944-2006 წლები) მორიგი წარმოდგენის შემდგომ ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა:
- მე გულშემატკივართა ბიუროს თანამშრომელი გახლავარ და მსურს ერთი ნომერი გაგაცნოთ.
- გთხოვთ,ყურადღებით გისმენთ. – მიუგო კიომ.
- უბრალოდ წარმოიდგინეთ: თქვენ დგახართ პროჟეკტორებით განათებული ცირკის არენის ცენტრში.მცირეოდენი ხნის შემდეგ ითვლით: “ერთი,ორი,სამი!..” – და პუბლიკის თვალწინ ცირკის არენიდან უკვალოდ ქრებით.როგორია?
- ჰმ,მართლაც რომ საინტერესოა,საინტერესო.მაგრამ,თუ შეიძლება მითხარით,რაში მდგომარეობს ამ ფოკუსის შესრულების ტექნიკის საიდუმლო?
- ეჰ,მეგობარო,ეს რომ ვიცოდე,მაშინ მე ვიქნებოდი იგორ კიო,თქვენ კი გულშემატკივრების ბიუროს თანამშრომელი. – უპასუხა უცნობმა. – (ავტორი გენია.ჯი)