ანდრეი მირონოვის მოგონებებიდან…
თეატრისა და კინოს გენიალური საბჭოთა მსახიობი და ესტრადის არტისტი – ანდრეი მირონოვი (1941-1987 წლები) იგონებდა:
“კარგად მახსოვს,რომ ჩვენთან სახლში შავი ფერის შესანიშნავი გერმანული როიალი “ბლიუტნერი” იდგა.ოთხი წლის ასაკში მყოფს მეგონა,რომ “ბლიუტნერი” როიალის გვარი იყო,რადგან ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდა კომპოზიტორი – მატვეი ბლატნერი.ვფიქრობდი,რომ ბლიუტნერი და ბლატნერი ერთმანეთის ახლო ნათესავები იყვნენ.აბა,საიდან უნდა მცოდნოდა ოთხი წლის ბავშს,რომ “ბლიუტნერი” გერმანული ფირმის სახელწოდება იყო?!
ჩემი მშობლები (მამა – ალექსანრე მენაკერი ებრაული წარმომავლობის მქონე იყო,ხოლო დედა – მარია მირონოვი,რომლის გვარსაც ატარებდა ანდრეი,რუსი გახლდათ. – ავტორი გენია.ჯი) მუსიკის დიდი მოყვარულები იყვნენ და სურდათ,რომ ჩემი შემდგომი ბედი მუსიკასთან დამეკავშირებინა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მშობლებმა სერიოზულად მოკიდეს ხელი ამ საქმეს და ჩემი პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალიბებისათვის ყველაფრის გაღება დაიწყეს.ჯერ კიდევ სრულიად პატარა ბავშვი დამსვეს მუსიკალურ ინსტრუმენტთან,რომელზედაც როგორც მახსოვს,თავდაპირველად მუშტებით ვუკრავდი.როდესაც პირველად ვთქვი დიდი გერმანელი კომპოზიტორის – იოჰან სებასტიან ბახის სახელი,დედ-მამამ ეს საკმარის საფუძვლად მიიჩნია იმისათვის,რომ ჩემთვის მუსიკის მასწავლებელი აეყვანათ.
ჩემს მუსიკის მასწავლებელს დიდი და მეტად სევდიანი თვალები ჰქონდა.როდესაც იგი როიალთან დაჯდა და რამდენიმე ნოტი დაუკრა,მთხოვა,რომ მეც იგივე გამემეორებინა,თუმცა გამეორების შემდეგ,მისი თვალები კიდევ უფრო სევდიანი მეჩვენა.
- სამწუხაროდ,ბიჭუნას სმენა არა აქვს. – თქვა მან.
ამ დროს საქმეში განაწყენებული ბებია ჩაერთო:
- რა საჭიროა სმენა? ბავშვმა უნდა დაუკრას და არა მოისმინოს.
- კარგი, – განუცხადა მუსიკის მასწავლებელმა გაკაპასებულ ბებიას და მთხოვა,რომელიმე სიმღერა მემღერა.მეც ჩემის მხრივ სიმღერა დავიწყე.
- ეს ხომ ბუნებრივი კატასტროფის მაგვარ შესრულებას ჰგავს.მას მელოდიასთან საერთო არაფერი აქვს. – გაღიზიანდა პედაგოგი.
- მაპატიეთ,მაგრამ უნდა გითხრათ,რომ მამამისი შესანიშნავად უკრავს როიალზე,ნუთუ ეს შთამომავლობით არ გადადის? – კვლავ ჩაერია ბებია.
მუსიკის მასწავლებელმა,რომელმაც ჩემზე ინტელიგენტის შთაბეჭდილება დატოვა,ჩუმად ჩაილაპარაკა:
“ქალბატონო,ნუ ღელავთ,შთამომავლობით როიალი გადაიცემა და არა მუსიკალური ნიჭიო”, – თქვა მან და მას შემდეგ იგი ჩვენთან აღარასოდეს გამოჩენილა”. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე მენაკერი (ანდრეი მირონოვის მამა)
მარია მირონოვი (ანდრეის დედა)