უილიამ ბაკლენდი – “ეპიზოდი”
ბაკლენდების ბრინატულმა ოჯახმა სახელი ორი დიდებული სწავლულით გაითქვა.ერთი მათგანი გახლდათ ლონდონის სამეფო აკადემიის წევრი გეოლოგი და პალეანტოლოგი – უილიამ ბაკლენდი (1784-1856 წლები) და მისი უფროსი ვაჟიშვილი,ცნობილი ინგლისელი იქტიოლოგი და ქირურგი – ფრენსის ტრეველიან ბაკლენდი (1826-1880 წლები). 1813 წელს უილიამი ოქსფორდის ბრწყინვალე უნივერსიტეტში იქნა მიწვეული,რათა იქ მინერალოგიის კათედრა დაეარსებინა (წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა კათედრას).თავის პირველ ლექციაზე ბაკლენდი სტუდენტების წინაშე მეტად უცნაური ფორმით წარსდგა: მასიური შავი კაპიშონიანი სამოსით მოსილს ხელში აფთრის თავის ქალა ეჭირა.ისე რომ უილიამი სტუდენტებს არც კი მისალმებია,აუდიტორიას შემდეგი შეკითხვით მიმართა: ” – დაასახელეთ,რა მართავს მსოფლიოს?” – სტუდენტები დუმდნენ… – ” – კარგად დაიხსომეთ,რომ მსოფლიოს მხოლოდ და მხოლოდ კუჭი მართავს! დიდები ჭამენ პატარებს,პატარები მათზე უფრო პატარებს და ასე შემდეგ”. – თავადვე გასცა საკუთარ შეკითხვაზე პასუხი ექსცენტრიული თვისებებითა და ქმედებებით სახელგანთქმულმა მეცნიერმა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრენსის ტრეველიან ბაკლენდი