დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის აღსანიშნავად მოწყობილი საზეიმო საღამო,სადაც ტრადიციად არის ქცეული პრეზიდენტისა და მისი მეუღლის (პირველი ლედის) ერთობლივი ცეკვა,სათავეს ჯერ კიდევ ჯორჯ ვაშინგტონის მმართველობის პერიოდიდან იღებს (1789 წელი).თუ მხედველობაში არ მივიღებთ დიდი დეპრესიის,პირველი და მეორე მსოფლიო ომების საშინელ ეპოქებს,ასეთი სახის საზეიმო საღამოები მუდმივად იმართება აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის აღსანიშნავად.ამ დროს კი საზოგადოების,პრესისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა ის,თუ როგორი კაბით წარსდგება “პირველი ლედი” მსოფლიო საზოგადოების წინაშე.საზეიმო საღამოს დასრულების შემდგომ,კაბა,რომელიც პირველ ლედის მეუღლის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე ემოსა,გადააქვთ ერთ-ერთ საზოგადოებრივ დაწესებულებაში.დაასახელეთ იმ საზოგადოებრივი დაწესებულების სახელი,სადაც პირველი ლედის კაბები გადააქვთ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის ბაზაზე არსებული ნაციონალური მუზეუმი. – (პასუხი გენია.ჯი)