რა გახლდათ ვალენტინა ტერეშკოვას იძულებითი ქორწინების მიზეზი?
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველი კოსმონავტი ქალი - ვალენტინა ტერეშკოვა 1963 წლის 3 ნოემბერს საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების უშუალო ძალისხმევის შედეგად (შესაძლოა თამამად ითქვას – იძულების წესითაც კი) დაქორწინებული იქნა ჩუვაშური წარმომავლობის მქონე საბჭოთა კოსმონავტზე – ანდრიან ნიკოლაევზე. (ავტორი გენია.ჯი) წყვილს ქორწილი,ხელისუფლებისვე ინიციატივით ლენინის მთებში განთავსებულ სამთავრობო აგარაკზე გადაუხადეს.ორი კოსმონავტის ქორწილს სხვა საბჭოთა მაღალჩინოსნებთან ერთად “წითელი იმპერიის” გენსეკი – ნიკიტა ხრუჩოვიც დაესწრო,რაც თავის მხრივ,კარგად მიუთითებდა აღნიშნული ქორწინების პოლიტიკურ ასპექტებზე. 1964 წლის 8 ივნისს ქვეყნიერებას მოევლინა გოგონა,რომელსაც მშობლებმა – ელენა დაარქვეს. და რაც ყველაზე მთავარია,სწორედ ელენა იქცა ისტორიაში იმ პირველ ბავშვად,რომლის ორივე მშობელი კოსმონავტები იყვნენ,თანაც უპირველეს ყოვლისა – “საბჭოთა კოსმონავტები”.ოჯახი,რომელსაც საფუძვლად სიყვარული არ უდევს,როგორც წესი,დიდხანს ვერ ინარჩუნებს მდგრადობას.ასე მოხდა ტერეშკოვასა და ნიკოლაევის შემთხვევაშიც,რადგან მათი ქორწინება არა სიყვარულზე,არამედ იძულებაზე იყო დამყარებული.ქორწინებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ ვალენტინა ხშირად ჩიოდა – “ანდრიანი სამსახურში – ოქროა,სახლში კი ნამდვილი დესპოტიო”.ერთდაერთი,ვისაც წყვილისათვის განქორწინების უფლების მიცემა შეძლო,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,საბჭოთა გენსეკი – ლეონიდ ბრეჟნევი გახლდათ.სწორედ ამიტომაც შევიდა ლეონიდთან ვალენტინა ანდრიანთან განქორწინების თხოვნით. და, რადგანაც მათ ქორწინებას თავისი უმთავრესი მისია უკვე შეასრულებული ჰქონდა (ელენას სახით),ტერეშკოვას 1982 წელს ოფიციალურად მიეცა გენსეკისაგან განქორწინების უფლება. – (ავტორი გენია.ჯი)
ვალენტინა ტერეშკოვა
ანდრიან ნიკოლაევი
ელენა ნიკოლაევა
ტერეშკოვასა და ნიკოლაევის ქორწილში მყოფი საბჭოთა სამხედრო მაღალჩინოსნები