იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,დიდ ფრანგ მწერალ ქალს – ჟორჟ სანდს გენიალური პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი-პიანისტის – ფრედერიკ შოპენის მიმართ ერთობ აგდებული და თავხედური დამოკიდებულება გააჩნდა,რის გამოც მას – “შოპენის ჯალათად” მოიხსენიებდნენ. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სახელგანთქმული გერმანელი კომუნისტი და გერმანიის II ინტერნაციონალის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ფერდინანდ ოგიუსტ ბაბელი ხშირად იმეორებდა – “ჩვენს პარტიაში მხოლოდ და მხლოდ ორი ნამდვილი მამაკაცი ირიცხება – როზა ლუქსემბურგი და კლარა ცეტკინიო”.
* * *
3. გამოჩენილი ებრაელი მწერლისა და დრამატურგის – შოლომ-ალეიხემის (1859-1916 წლები) ნამდვილი სახელი გახლდათ – შოლომ რაბინოვიჩი.”შოლომ-ალეიხემი”,რომელიც მწერალმა ფსევდონიმად აიღო – “მშვიდობა თქვენდა”-ს აღნიშნავს.
* * *
4. ადრეული ეპოქების ინგლისში არც მდიდართა სახლებში და არც სამეფო სასახლეებში ხალიჩები არ იხმარებოდა.ხალიჩების ნაცვლად იატაკი ლერწმით იყო დაფენილი.
* * *
5. დიდი ამერიკელი როკ-მუსიკოსი – ლუ რიდი ამბობდა: “თუკი ღმერთი სულელებსა და ლოთებს უფრთხილდება,მე ძალიან გამიმართლა,რადგან ორივე კატეგორიას განვეკუთვნებიო”.
* * *
6. “კარგისათვის კარგი ვის უქმნიაო”, – წუხდა დიდი ქართველი მწერალი – გიორგი წერეთელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. საფრანგეთიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულმა ნაპოლეონ ბონაპარტის ნათესავმა და სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის,დავით დადიანის ასულის – სალომე დადიანის მეუღლემ – აშილ მიურატმა 1895 წლის 27 თებერვალს ზუგდიდიში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
* * *
8. უკანასკნელი საბჭოთა გენსეკი – მიხეილ გორბაჩოვი საზოგადოების წინაშე ძალიან ხშირად მეუღლესთან – რაისასთან ერთად ჩნდებოდა,რის გამოც მათ შესახებ მრავალი ანეკდოტი იქნა გავრცელებული ხალხში.ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანეგდოტი შემდეგი შინაარსის გახლდათ: “წითელ მოედანზე სასეირნოდ მარტო გასული მიხეილი მილიოციონერმა გააჩერა და მოკიდებული სიგარეტის გადაგდება უბრძანა: ” – ნუთუ ვერ მიცანით? მე ხომ გორბაჩოვი ვარ?!” – მიმართა განაწყენებულმა გენსეკმა სამართალდამცავს.” – მაპატიეთ,მიხეილ სერგის ძევ! მეუღლის გარეშე ვერ გიცანითო”, – უპასუხა მან.
* * *
9. ძველი პერიოდების რიგ ევროპულ ქვეყნებში ექოს მოვლენას იმით ხსნიდნენ,რომ ადამიანების ხმას ეხმაურებოდა ნიმფა,სახელად – ექო,რომელიც თავის მხრივ,გამოქვაბულში ცხოვრობდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. იტალიაში მყიდველთა მოზიდვის მიზნით სააფთიაქო დუქნების ფანჯრებში ხშირად გამოდგამდნენ ხოლმე იშვიათი ცხოველების ფიტულებს.