ზოია ჩაუშესკუს შესახებ…
რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის დიქტატორის – ნიკოლაე ჩაუშესკუსა და მისი მეუღლის ელენას ქალიშვილი – ზოია ჩაუშესკუ (1949-2006 წლები) პროფესიით მათემატიკოსი გახლდათ (სპეციალობა – ფუნქციონალური ანალიზის დარგი).ბუხარესტის უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ “კარპატების ჯალათად” წოდებული რუმინელი მმართველის ქალიშვილმა მუშაობა რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე არსებულ მათამეტიკის ინსტიტუტში დაიწყო მეცნიერ-თანამშრომლად. (ავტორი გენია.ჯი) მამის მმართველობის ხანაში ჩაუშესკუს ოჯახი ფუფუნებასა და ნეტარებაში ცხოვრობდა,მაგრამ 1989 წელს ქვეყანაში განვითარებულმა რევოლუციამ,რომელსაც ნიკოლაეს და ელენას დახვრეტა მოჰყვა თან,ჩაუშესკუების ოჯხის ცოცხლად გადარჩენილ წევრებს ყოველ მხრივ – გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.ზოია დააპატიმრეს და მას ბრალი დასდეს რუმინეთის ეკონომიკურ კოლაფსში.თუმცა რამდენიმე ხანში მის მიმართ სისხლის სამართლებლივი დევნა შეწყდა.მიუხედავად ამისა,ზოიამ მაინც ვერაფრით ვეღარ შესძლო შემდგომი ცხოვრების ნორმალურად აწყობა: არავინ იღებდა სამსახურში,ჩამოართვეს ყველა დიპლომი და სამეცნიერო ხარისხი,ცხოვრობდა უკიდურეს სიდუხჭირეში,რამაც ერთ დროს რუმინეთში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი კაცის ქალიშვილი იძულებული გახადა ცარიელი ბოთლების შეგროვებითა და მათი ჩაბარებით ერჩინა თავი.როგორც ცნობილია,ზოია თამბაქოს მასიური მომხმარებელი იყო,რის გამოც მას მსხვილნაწლავზე ავთვისებიანი სარკომა განუვითარდა.შედეგად, 2006 წლის 20 ნოემბერს ყველასაგან იგნორირებული ზოია ჩაუშესკუ გარდაიცვალა. და გარდაიცვალა მამამისის მიერ აგებული ფეშენებელური საპრეზიდენტო სასახლის წინ განთავსებულ ერთ პატარა ბინაში (დრონი მეფობენ და არა მეფენი)… – (ავტორი გენია.ჯი)
ჩაუშესკუების ოჯახი