რომენ როლანი – “ეპიზოდი”
1923 წელს გენიალურმა ფრანგმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ - რომენ როლანმა (1866-1944 წლები) რუსეთიდან მისთვის უცნობი ქალის – მარია კიუვილეს წერილი მიიღო.როგორც აღმოჩნდა,მწერლის მიერ დაწერილმა ბრწყინვალე ლიტერატურულმა ქმნილებამ – “ჟან-კრისტოფი”,იმდენად აღაფრთოვანა შორეულ რუსეთში მაცხოვრებელი მკითხველი,რომ საფრანგეთში მყოფ ავტორს სამადლობელი წერილიც კი გაუგზავნა.მალევე რომენმა მარიას საპასუხო წერილი გაუგზავნა, და დაიწყო კიდეც მათ შორის ხშირი მიმოწერა.თავის მხრივ,კიუვილე (დედა შვეიცარიელი ჰყავდა,მამა რუსი) რუსი თავადის სერგეი კუდაშევის ქვრივი გახლდათ.ბოლშევიკებთან სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჩაბმული თავადი ტიფმა იმსხვერპლა. 1931 წელს მარია საკუთარ ვაჟთან – სერგეისთან ერთად შვეიცარიაში,რომენ როლანთან ჩავიდა.რამდენიმე ხანში მათ შორის სასიყვარულო რომანი გაიბა.წყვილი დაქორწინდა (ორივე მათგანისათვის მეორე ქორწინება გახლდათ).ფრანგი მწერლის ახლობლები ესოდენ ექსტრავაგანტული ქორწინების შესახებ მხრებს იჩეჩდნენ.მათთვის გაუგებარი რჩებოდა ის,თუ რით მოხიბლა 70 წლის ასაკში მყოფმა როლანმა 40 წლის მშვენიერი პოეტი ქალი.თუმცა ქორწინება ძალიან წარმატებული აღმოჩნდა,რასაც მათი იდილიური თანაცხოვრების პერიპეტიებიც მოწმობენ.
1933 წელს დაწერილი რომანი – “მოხიბლული სული”,ავტორმა მის მეუღლეს – მარია კიუვილეს მიუძღვნა.”შენ,ჩემო საყვარელო მეუღლევ და მეგობარო, – საჩუქრად გიძღვნი სიყვარულისაგან მოყენებულ ჩემს იარებს.ისინი საუკეთესოები არიან მათ შორის,რაც კი ცხოვრებას ჩემთვის ოდესმე მოუყენებია”. – ასეთი სახის წარწერა გაუკეთა ფრანგმა მწერალმა მეუღლისადმი მიძღვნილ და მისთვის გადასაცემ წიგნს ყდაზე. 1944 წლის 30 დეკემბერს რომენ როლანი ტუბერკულიოზს ემსხვერპლა.მას შემდეგ მარიამ 40 წელიწადი იცოცხლა.თუმცა კი უცილობლად უნდა შევნინოთ,რომ სწორედ მისი წყალობით ეზიარა მკითხველი თავისი საყვარელი მეუღლის დიდებულ შემოქმედებასა და ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას. – (ავტორი გენია.ჯი)