ჰენრი VII – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,პირველი ტიუდორი მეფე ინგლისის სამეფო ტახტზე და ირლანდიის ლორდი – ჰენრი VII (1457-1509 წლები),თავისი ქვეშევრდომების მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ მონარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ასტროლოგების მიერ ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს.ერთ დღეს ჰენრი VII პირად ასტროლოგთან მართავდა აუდიენციას:
- იცით თუ არა თქვენ,სად ვაპირებ შევხვდე ქრისტეშობის დღესასწაულს? – ჰკითხა მან ასტროლოგს.
ასტროლოგი მცირეოდენი ხნით ჩაფიქრდა.როდესაც ფიქრიდან გამოერკვა უარის ნიშნად თავი გააქნია:
- არა,თქვენო უდიდებულესობავ,არ ვიცი! – უპასუხა მან.
- აი,მე თქვენზე უფრო მცოდნე და გამოცდილი ვყოფილვარ.მე არა მხოლოდ ის ვიცი,თავად სად შევხვდები საშობაო დღესასწაულს,არამედ ისიც,რომ თქვენ ტაუერის ციხეში მოგიწევთ ქრისტეშობის აღნიშვნა. – მიმართა ჰენრი VII-მ გაოცებულ ვარსკვლავთმრიცხველს და მისი ტაუერის დილეგში გამომწყვდევის ბრძანება გასცა. – (ავტორი გენია.ჯი)