ჯაკომო პუჩინი – “ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი კომპოზიტორი - ჯაკომო პუჩინი (1858-1924 წლები) ხუთი წლის ასაკში სასწავლებლად საკუთარ ბიძას,ცნობილ იტალიელ კომპოზიტორს – ფორტუნატო მაჯის მიაბარეს სასწავლებლად. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ პუჩინის პირველი მასწავლებელი (მაჯი),პატარა ჯაკომოს ყოველთვის უდისციპლინო და ცუდ მოსწავლედ ახასიათებდა.კომპოზიტორის ბიოგრაფის მტკიცებით,ფორტუნატო თავის ანც და დაუდეგარ მოწაფეს ყოველი ყალბი ნოტის აღებისას წვივებში მეტად მტკივნეულ დარტყმებს აყენებდა წიხლით,რის გამოც მას მთელი შემდგომი სიცოცხლის განმავლობაში სტანჯავდა წვივების ტკივილი.
ის,რომ ჯაკომო უდისციპლინო და ანცი ბავშვი იყო,ამას შემდეგი ფაქტიც მოწმობს: თუთუნის მოხმარება პუჩინიმ ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო.თუმცა მოზარდს ხშირად არ გააჩნდა მისი საყიდელი ფული.იმისათვის,რომ თუთუნის საყიდელი ფული ეშოვა,ერთხელ ეკლესიაში განთავსებული ორღანიდან (რომელზედაც თავად უკრავდა) ლითონის მილებიც კი მოიპარა ჯართში ჩაბარების მიზნით.მაგრამ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა გენიოსმა ისე გადააკეთა საეკლესიო ორღანის მილები,რომ ამის შესახებ დიდხანს არავის არაფერი შეუტყვია. – (ავტორი გენია.ჯი)