ჰიპერინფლაცია – “ეპიზოდი”
1923 წელს გერმანია საშინელმა ჰიპერინფლაციამ მოიცვა,რის გამოც სახელმწიფო იძულებული გახდა მიმოქცევაში ეგრეთ წოდებული – ინფლაციური გერმანული ნოტგელდები ჩაეშვა.თავის მხრივ,მათი ნომინალური ღირებულება ათასობით,მილიონობით,მილიარდობით და ხშირად ტრილიონობითაც კი განისაზღვრებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ზემოაღნიშნულ პერიოდში ინფლაცია ისეთი სწრაფი ტემპებით იზრდებოდა ქვეყანაში,რომ თუკი დილით ამა თუ იმ პროდუქტის ფასი რამდენიმე ათას შეადგენდა,შესაძლებელი იყო იგივე პროდუქტი საღამოს მილიონადაც კი ვერ შეგეძინათ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ გერმანულ საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს ხელმძღვანელობა დღეში ორჯერ – დილას და საღამოს უხდიდა ხელფასს.შუა დღეს კი მუშებს სპეციალურად გაუხანგრძლივეს შესვენების დრო,რათა საღამომდე ანუ პროდუქტების გაძვირებამდე მოესწროთ მათი შეძენა. – (ავტორი გენია.ჯი)