მიშელ მორგანი – “ეპიზოდი”
ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდად ქცეულმა ქალმა – მიშელ მორგანმა (1920-2016 წლები) თავისი რიგით მესამე მეუღლე,ცნობილი ფრანგი რეჟისორი მამაკაცი – ჟერარ ური (1919-2006 წლები),რომელთანაც მისი ცხოვრების უკანასკნელი 45 წელიწადი იდილიურ გარემოში თანაიცხოვრა, 1958 წელს გაიცნო. (ავტორი გენია.ჯი) მალევე წყვილმა იქორწინა კიდეც და ამაში საკვირველი არაფერი იქნებოდა,რომ არა მათი თანაცხოვრების ერთი მეტად უცნაური დეტალი: მიშელმა და ჟერარმა მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთისაგან განცალკევებულად იცხოვრა (სხვადასხვა ოთახებში იძინებდნენ).ეს უჩვეულო ტრადიცია მათ არც მაშინ დაურღვევიათ,როდესაც საფრანგეთის სამხრეთით განთავსებულ სან-ტროპეზეში მოუწიათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრება.მიუხედავად ერთ სახლში ცხოვრებისა,წყვილმა მაინც სხვადასხვა საძინებელში ამჯობინა ბინის დადება.აღნიშნული საკითხის შესახებ მიშელმა ერთხელ ასეთი რამ განაცხადა: “დანამდვილებით ვიცი,რომ სიყვარული ანადგურებს ადამიანებში დამკვიდრებულ ჩვეულებებსა და მათი ცხოვრების ყოვეელდღიურ წესს.ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებით ხალათსა და კედებში,რაც ჩემთვის ძალიან მომაბეზრებელი იქნებოდა.გარდა ამისა,ასეთი თანაცხოვრება ხელს გვიწყობს იმაშიც,რომ ორივე მათგანმა ჩვენი საყვარელი საქმე ღირსეულად ვაკეთოთ.თუმცა-კი უცილობლად უნდა ავღნიშნო,რომ თითოეული ჩვენი შეხვედრა – “პატარა დღესასწაულის” მსგავსი მოვლენაა.ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო,არსებობს ასეთი ფორმის ქორწინებაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟერარ ური და მიშელ მორგანი