ენრიკო კარუზო – „ეპიზოდი”
ერთ დღეს კარიერის ზენიტში მყოფი გენიალური იტალიელი საოპერო მომღერალი – ენრიკე კარუზო (1873-1921 წლები) ბანკში მივიდა, რათა მის სახელზე გამოწერილი ჩეკი გაენაღდებინა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ტენორს სიჩქარეში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დავიწყებოდა.
„ – აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე, თქვენ ვინ ბრძანდებით? თქვენს მსგავსად აქ ნებისმიერ ყალთაბანდს შეუძლია მოვიდეს და თავი დიდ ტენორად – ენრიკო კარუზოდ წარმომიდგინოს!” – განუცხადა მოლარემ კარუზოს და ჩეკის განაღდებაზე უარი უთხრა.
გონებასხარტი აზროვნებით დაჯილდოვებული იტალიელი ტენორი მცირეოდენი ხნით იმაზე ჩაფიქრდა, თუ რა მეთოდით დაემტკიცებინა მოლარისათვის თავისი სიმართლე. და აი, გამოსავალიც იპოვა: ყველასათვის მოულოდნელად ბანკში გაისმა ენრიკო კარუზოს ღვთაებრივი ხმა. მან ჯაკომო პუჩინის ოპერიდან – „ტოსკა” ერთ-ერთი არია შეასრულა. არიის ესოდენ ჯდოსნური შესრულება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბანკის დირექციასა და თანამშრომლებს მათთვის უცნობ ადამიანში სახელოვანი თანამემამულე ამოეცნოთ. შედეგად, მას ყოველგვარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე გაუნაღდეს ჩეკი. დაწესებულებიდან გამოსვლისას კი კარუზომ ბანკის ხელმძღვანელს შემდეგი სიტყვით მიმართა: „ჩემს ცხოვრებაში ისეთი მონდომებით არასოდეს არ მიცდია სიმღერა, როგორც ახლა, ამ წუთებშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)