ანტონ ჩეხოვი – “ეპიზოდი”
1901 წლის 25 მაისს გენიალურმა რუსმა დრამატურგმა და მწერალმა – ანტონ ჩეხოვმა (1860-1904 წლები) რუს მსახიობ ქალზე – ოლგა კნიპერზე იქორწინა (ეს გახლდათ მისი ერთადერთი ქორწინება ცხოვრებაში).ნიშანდობლივია,რომ თაფლობის თვის გატარება ახლადშეუღლებულს წყვილს ბაშკირეთში – წმინდა ანდრიას სახელობის ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმში მოუხდა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხანში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩეხოვი უძულებული გახდა სამკურნალოდ იალტაში გამგზავრებულიყო,ხოლო მეუღლე კი მოსკოვში დაეტოვებინა.შესაბამისად,ჩეხოვსა და კნიპერს ერთად თანაცხოვრების ბედნიერება დიდი ხნის განმავლობაში არ განუცდია.ისინი ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ სასიყვარულო წერილების მეშვეობით უკავშირდებოდნენ.მოგვიანებით,ანტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა,რის გამოც მას ექიმებმა ურჩიეს საზღვარგარეთ,კერძოდ,გერმანიის კომუნა – ბადენვაილერში გამგზავრებულიყო.თავის მხრივ,ბადენვაილერში ჩასულს ოლგამ ჩააკითხა.კნიპერის მოგონებებიდან ვგებულობთ,რომ გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,შუა ღამისას ჩეხოვს გაუღვიძია და მეუღლისათვის შამპანურის მიტანა უთხოვია.ოლგას მიტანილი შამპანურის ბოკალი დიდ დრამატურგს ბოლომდე დაუცლია და თავზე მდგომი გერმანელი ექიმისათვის გერმანულად საზეიმო კილოთი განუცხადებია: – “Ich sterbe” (მე ვკვდები).ამის შემდგომ ჩეხოვი მარცხენა მხარეს გადაბრუნებულა და აღარც გაუღვიძია.იდგა 1904 წლის ივლისი. – (ავტორი გენია.ჯი)
ოლგა კნიპერი
ანტონ ჩეხოვი მეუღლესთან ერთად