აკაკი წუხდა…
“ამას წინათ,თბილისში,ბაზარში შევიარე,თბილისელი კაცი ქართლელი გლეხისაგან რაღაცას ყიდულობდა.ჩანს,ვერ მორიგდნენ და გაბრაზებულმა ქართლელმა გლეხმა მეორეს მიმართა: ვინაა ეს კაცი,ქართლელია თუ იმერელიო? ამის გამგონე იქვე გავშეშდი,ვიფიქრე,ჩავერევი-მეთქი საუბარში,მაგრამ უხერხულად ჩვთვალე და უსიტყვოდ გავცილდი იქაურობას.მაგრამ იმ ღამეს არ დამეძინა.აი ასე არ გვესმის ხშირად ერთმანეთისა; კახელს ქართლელისა,ქართლელს იმერელისა… ცალ-ცალკე ღობე შემოგვივლია ამ ძველი ტომობრივი სახელებისათვის და ერთი საერთო დედა საქართველო გვავიწყდება ხშირად”. – (ავტორი გენია.ჯი)