რა სიტყვებით იწყებდნენ ქართველი გლეხები თესვას?!
ჩვენი წინაპარი გლეხები თავის საღმრთო საქმეს – თესვას,ერთობ მაღალი გრძნობით იწყებდნენ.ისინი ჯერ პირჯვარს გადაიწერდნენ,შემდეგ ღმერთს ახსენებდნენ,მარცვლებს მარჯვნივ და მარცხნივ მიმოაბნევდნენ და ბოლოს იტყოდნენ:
“ეს ჩვენს სამშობლოს,არამც თუ ესა,ჩვენცა და ჩვენი ცოლ-შვილებიც. ეს ჩვენს ბატონს,ღმერთო,პურადობას ნუ მოულევ! ეს სტუმარსა,ღმერთო,ლუკმას ნუ მოგვაკლებ,დავხდეთ გულგაშლითა. ეს მამულის ჯარისკაცებს. ეს დაცემულს,ვისაც საქონელი დახოცია. ეს იმასა,ვისაც მოსავალი არ მოსვლია. ეს უშვილოს ქვრივსა. ეს ქვრივსა,ობლების პატრონს. ეს ღარიბსა მარტოხელასა. ეს ობლებსა,უდედ-მამოს. ეს იმასაც,ვისაც შიან. ეს სწორსა. ეს ამხანაგსა. ეს მეგობარსა. ეს ნათესავსა. ეს მეზობელსა. ეს ამვლელს. ეს ჩამვლელს. ეს ფრინველს. ეს პირუტყვს. ეს მყეფარსა ძაღლებს. ესეც მე და ჩემი ხიზნისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)