იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,გენიალურ გერმანელ კომპოზიტორს – იოჰან სებასტიან ბახსა და ბაროკოს ეპოქის დიდ გერმანელ კომპოზიტორს – გეორგ ფრიდრიხ ჰენდელს,მხედველობის პრობლემები აწუხებდათ,რის გამოც ორივე მთგანს თვალზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ.საინტერესოა ის გარემოება,რომ ორივე მათგანს ერთი და იგივე ექიმმა გაუკეთა ოპერაცია და ორივე შემთხვევაში – ოპერაცია წარუმატებლად იქნა დასრულებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის აწგარდაცვლილი დიქატატორი – კიმ ჩენ ირი თავისი 17 წლიანი მმართველობის პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ სტუმრობდა ოფიციალური ვიზიტით უცხოეთის ქვეყნებს და ორივეჯერ რუსეთს.
* * *
3. საფრანგეთის იმპერატორის – ნაპოლეონ III-ის მეუღლისა და საფრანგეთის უკანასკნელი დედოფლის – ევგენიას მამად დიდი ხნის განმავლობაში სახელოვან ფრანგ დრამატურგს – პროსპერ მერიმეს ასახელებდნენ მიიჩნეოდა,რომელსაც თავის მხრივ,წლების განმავლობაში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა ევგენიას დედასთან – მარია მანუელა კირკპატრიკთან.
* * *
4. გამოჩენილ რუს დრამატურგსა და მწერალს – ანტონ ჩეხოვს,რომელმაც ქველმოქმედების სახით სამი სკოლა აუგო ბავშვებს,რუსეთის იმპერატორმა – ნიკოლოზ II-მ დიდგვაროვნის ტიტული მიანიჭა,მაგრამ ლიტერატორმა მისი შემოქმედების მოტრფიალე მონარქს ესოდენ საპატიო ტიტულის მიღებაზე თავაზიანი,თუმცა კატეგორიული უარი განუცხადა.
* * *
5. აზარტული თამაშების მოყვარულმა ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა – მარიო ბალოტელიმ ერთ დღეს კაზინოში 25 000 ფუნტ-სტერლინგი მოიგო.კაზინოდან გამოსულმა კი ქუჩაში შემხვედრ პირველივე მოწყალების მთხოვნელს – 1 000 ფუნტ-სტერლინგი უსახსოვრა.
* * *
6. გამოჩენილი ფრანგი მწერალი და ღვთისმეტყველი – ფრანსუა ფენელონი (1651-1715 წლები) წერდა – “მე ისეთი პოეტი მიყვარს,რომელიც მაღალ რასმე დასწერს,მაგრამ ისეთი უბრალო ენით,ისე ტკბილად,რომ ყოველმა კაცმა იფიქროს მეც შევძლებდი ასეთი ლექსის დაწერასო”.
* * *
7. გამოჩენილი ქართველი პოეტის – ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786-1846 წლები) ნათლიებს რუსეთის იმპერატორები – ეკატერინე II და ალექსანდრე I წარმოადგენდნენ.
* * *
8. “უხვი ახსნილსა დააბამსო”, – წერდა გენიალური ქართველი პოეტი და მოაზროვნე – შოთა რუსთაველი.
* * *
9. გენიალური იტალიელი საოპერო მომღერალი – ენრიკე კარუზო,დიდი ქველმოქმედებით გამორჩეული პიროვნება იყო.ცნობილია,რომ პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მან ძალიან ბევრი საქველმოქმედო კონცერტი გამართა,საიდანაც შემოსული რამდენიმე მილიონი დოლარი “წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას” გადასცა ქველმოქმედების სსახით.გარდა ამისა,იგი აქტიურ და გულუხვ ფინანსურ დახმარებას უწევდა მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრებს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. სევასტოპოლის 1905 წლის აჯანყების ერთ-ერთ ლიდერს,ლეინტენანტ – პეტრე შმიდტს წარუმატებელი ამბოხების შემდგომ სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ 1906 წლის 6 მარტს მის დახვრეტას შმიდტის ბავშვობის დროინდელი უახლოესი მეგობარი და საზღვაო კოლეჯის კურსელი – მიხეილ სტავრაკი ხელმძღვანელობდა (მოგვიანებით მან მეგობრისათვის ტყვიის სროლა უარყო).