სიუი ბეიხუნი – “დაუშვი შენი მათრახი”
“დაუშვი შენი მათრახი” – წარმოადგენს დიდი ჩინელი მხატვრისა და გრაფიკოსის – სიუი ბეიხუნის (1895-1953 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ სურათს.აქვე უცილობლად შევნიშნოთ ისიც,რომ აღნიშნული სურათი გახლავთ ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრი ჩინური სახვითი ხელოვნების ისტორიაში,რომელიც კი ოდესმე გაყიდულა აუქციონზე. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 144 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 90 სანტიმეტრი.მასზე მუშაობა ავტორმა 1939 წელს დაიწყო.
1939 წელს სიუ ბეიხუნმა სინგაპურში იმოგზაურა,რა დროსაც ქუჩაში სრულიად შემთხვევით გადააწყდა ქუჩაში დადგმულ თეატრალურ წარმოდგენას,სახელწოდებით – “დაუშვი შენი მათრახი”.პიესის ავტორი გამოჩენილი ჩინელი დრამატურგი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიმნის ტექსტის ავტორი – ტიან ჰანი გახლდათ,ხოლო დრამის დამდგმელი რეჟისორი კი – ჩენ ლიტინი.გარდა ამისა,საყურადღებოა ის გარემოება,რომ სინგაპურის ქუჩებში წარმოდგენილ სპექტაკლში მთავარ როლს განასახიერებდა 1930-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ჩინელი მსახიობი ქალი – ვან ინი,რომლის ცხოვრება,რეპუტაცია და კარიერაც ჩინეთში განხორციელებულ კულტურულ რევოლუციას ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიული ჟანრის მქონე სპექტაკლში მოთხრობილი გახლდათ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებიდან იაპონურ ოკუპაციას გამოქცეული მამა-შვილის ცხოვრების დრამატული ისტორია,რომლებიც თავიანთ საარსებო წყაროს ქუჩაში ნამღერი პატრიოტული სიმღერებით მოიპოვებდნენ.
აღნიშნულმა წარმოდგენამ ძალიან დიდი შთაბეჭილება მოახდინა ბეიხუნზე.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ავტორმა ტილოზე მუშაობა 1939 წელს დიწყო და 10 დღეში მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად სრულად დაასრულა კიდეც.მხატვრის ცხოვრებაში ტილო რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი სხვადასხვა გამოფენაზე.თუმცა, 1954 წელს,ანუ სიუის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვალთახედვის არედან გაუჩინარდა.გადმოცემის თანახმად,ბეიხუნმა სურათი მის უახლოეს მეგობარს აჩუქა,რომლის გარდაცვალების შემდგომაც დაგეგმილი იყო მისი საჩუქრის სახით გადაცემა სინგაპურის ეროვნულ მუზეუმზე.მაგრამ ჩვენთვის დაუდგენელი მიზეზების გამო ეს ასე არ მოხდა.შემდგომში ტილო უცნობი კოლექციონერის მფლობელობაში აღმოჩნდა,რომელმაც თავის მხრივ,იგი 2007 წელს ჰონგკონგში გამართულ აუქციონზე გაიტანა და 72 მილიონ ჰონგკონგურ დოლარად,ანუ – 9,2 მილიონ ამერიკულ დოლარად გაყიდა,რამაც იგი ყველაზე ძვირად გაყიდულ ტილოდ აქცია ჩინური სახვითი ხელოვნების ისტორიაში.სამწუხაროდ,მყიდველის ვინაობა უცნობი დარჩა.შესაბამისად,უცნობია ისიც,თუ სად არის დაცული სიუი ბეიხუნის ქმნილება – “დაუვი შენი მათრახი”. – (ავტორი გენია.ჯი)
სიუი ბეიხუნი და სურათზე გამოსახული ჩინელი მსახიობი ქალი – ვან ინი