თეოდორ დე ბანვილი – “ალფონს დოდეს დახასიათება”
“საოცრად ლამაზი სახე,ქარვისფერი კანი,სწორი და ხშირი წარბები,ღრმად ჩასმული,ერთდროულად ანთებული და ნამიანი,ოცნებაში წასული თვალები,სისხლივით წითელი,ვნებიანი პატარა ტუჩები,ჩვილის თმასავით რბილი წვერი,მეროვინგელთა დინასტიის მეფეების მსგავსად მხრებზე ჩამოყრილი ხშირი ფაფარი… უცნაურია,მაგრამ ამ ქალურ სინატიფესთან ერთად ალფონს დოდეს მამაკაცური იერი და ამაყი გამოხედვა ჰქონდა… ასეთი საოცარი გარეგნობით იგი თამამი და მომთხოვნი უნდა ყოფილიყო,სინამდვილეში ჩვენს მწერალთა შორის დოდე ყველაზე მგრძნობიარე და დელიკატური მწერალი – პოეტია”. (ავტორი გენია.ჯი)