ექსილბრისი
ექსილბრისი – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – “წიგნიდან”.იგი წარმოადგენს წიგნზე (ძირითადად ყდის შიდა გვერდზე) დაკრულ სპეციალურ ნიშანს,რომელზეც დატანილია მისი მფლობელის ვინაობა. (ავტორი გენია.ჯი) ადრეული ეპოქებისაგან განსხვავებით,თანამედროვე პერიოდში ექსილბრისს ძირითადად ბიბლიოთეკები აკრავენ მათ მფლობელობაში არსებულ წიგნებზე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ხშირ შემთხვევებში ექსილბრისები არანაკლებ ფასეულობას წარმოდგენდნენ,ვიდრე თავად წიგნებიც კი,რადგან ზოგიერთი ნიშნის ისტორიული და სახელოვნებო ღირებულება გაცილებით მაღალი იყო,რასაც თავის მხრივ,მფლობელის ვინაობა განსაზღვრავდა.ისინი შესაძლოა ყოფილიყო როგორც უბრალო,ასევე დეკორატიული და მრავლისმეტყველი სახის.მაგალითად,გავლენიანი და მდიდარი ოჯახები ასეთი სახის ნიშნებად უმეტესწილად საგვარეულო გერბებს და მშობლიურ ენაზე ან ლათინურ ენაზე დაწერილ ოჯახის დევიზებს გამოიყენებდნენ.რა თქმა უნდა,დროთა განმავლობაში მათი სტილი შიცვალა და ექსილბრისებზე გერბებისა და დევიზების კვალდაკვალ გამოჩნდა დრაკონების,ანგელოზების,ცხოველების,ფრინველების,მუსიკალური ინსტრუმენტების,ბავშვების,იარაღების,მცენარეებისა და ყვავილების ილუსტრაციები.
ექსილბრისების მასობრივად გამოყენების იდეა წიგნის მასიურ ბეჭდვასთან და გავრცელებასთან ერთად წარმოიშვა XVI საუკუნის გერმანიაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა ავღნიშნოთ,რომ პირველი ექსილბრისი 1450 წლით თარიღდება.მოგვიანებით ეს პრაქტიკა ფართოდ იქნა გავრცელებული მთელს მსოფლიოში და იმთავითვე იქცნენ დიდი ინტერესის ობიექტებად კოლექციონერებისა და ხელოვნების ისტორიკოსებისათვის.
საფრანგეთში არსებული პირველი ექსილბრისი 1529 წლით თარიღდება და მისი მფლობელი გახლდათ ვინმე – ჟანა ბერტო ლა ტურ-ბლანშა.ინგლისში ყველაზე ძველი ექსილბრისი ელისაბედ I-ის ეპოქაში მოღვაწე ინგლისელ პოლიტიკოსსა და მოსამართლეს – ნიკოლას ბეკონს ეკუთვნოდა.როგორც ცნობილია,იგი ხშირად ჩუქნიდა კემბრიჯის უნივერსიტეტს უნიკალურ წიგნებს,რომლებზეც საკუთარი ექსილბრისები იყო დატანილი.ნიდერლანდებსა და იტალიაში ყველაზე ადრეული ექსილბრისები 1597 და 1622 წლებით თარიღდებიან.პირველი ამერიკული ექსილბრისი კი,რომლის მფლობელიც ჯონ უილიამსი გახლდათ – 1679 წლით თარიღდება.
წიგნებზე გაკეთებულ ასეთი სახის სპეციალურ ნიშნებს გამოიყენებდა ისეთი ცნობილი ისტორიული პიროვნება,როგორიც გახლდათ “თაჯ-მაჰალის” აგების სულისჩამდგმელი და დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველი – შაჰ-ჯაჰანი.გარდა შაჰ-ჯაჰანისა,საკუთარი ექსილბრისები გააჩნდათ – შარლ დე გოლს,ედუარდ ჰიტს,ნიკოლოზ II-ს,დედოფალ ვიქტორიას,ჯორჯ ვაშინგტონს,ბენიტო მუსოლინის,ჩარლზ დიკენსს,ჯეკ ლონდონს,არტურ კონან დოილს,ზიგმუნდ ფროიდს,გრეტა გარბოს და სხვა ცნობილ ადამიანებს. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. იმისათვის,რომ განათხოვრებული წიგნები არ დაეკარგა,გამოჩენილი რუსი მწერალი – ვლადიმერ გილიაროვსკი,თავის მფლობელობაში არსებულ წიგნებზე შემდეგი სახის წარწერიან ექსილბრისს აკრავდა: “ეს წიგნი მოპარულია გილიაროვსკის ბიბლიოთეკიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)
ექსილბრისების სხვადასხვა ვარიანტები