ჩილიური აუსტროცედრუსი
ჩილიური აუსტროცედრუსი – წარმოადგენს კვიპაროზისებრთა ოჯახის მონოტიპური სახეობის მარადმწვანე წიწვოვან მცენარეს,რომლის გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ ამერიკაში განთავსებული ჩილეს რესპუბლიკის სუბალპური სრტყელის მქონე მთიანი რეგიონები. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ, – ანტუკოს კომუნა,ბიო-ბიოს,ლოს-ლაგოსისა და ვალდივიას პროვინციები.გარდა ჩილეს რესპუბლიკისა,აღნიშნული მცენარეები გვხვდებიან არგენტინაში არსებული ანდების მთების აღმოსავლეთ ნაწილში.მშრალი ადგილების მოყვარული და ნელად მზარდი ჩილიური აუსტროცედრუსის სიმაღლე 10-დან 24 მეტრამდე მერყეობს.შიშველთესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანოები,რომელთაც გირჩებად მოვიხსენიებთ,ხუთიდან ათ მილიმეტრამდე იზრდებიან.კორდილიერების კიპარისად წოდებული ჩილიური აუსტროცედრუსი ეგრეთ წოდებული ანტარქტიკული ფლორის წარმომადგენელი მცენარეების წარმომადგენელია და ენათესავება ისეთი გვარის მცენარეებს,როგორებიცაა – არაუკარია და ნოტოფაგუსი.ჩილიური აუსტროცედრუსი ევროპულ ქვეყნებშიც გახლავთ კულტივირებული,თუმცა მათი ხილვა ძირითაად შესაძლებელია ბოტანიკურ ბაღებში. – (ავტორი გენია.ჯი)