ვოლტერის შესახებ…
გენიალურ ფრანგ ფილოსოფოს-განმანათლებელს,მწერალსა და დრამატურგს – ფრანსუა მარი არუეს (1694-1778 წლები),იგივე ვოლტერს,შვეიცარიის საზღვარზე განთავსებულ ფრანგულ ქალაქ ფერნეიში,რომელსაც 1878 წელს მის საპატივცემულოდ – ფერნეი-ვოლტერი უწოდეს,თავისი ცხოვრების 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში მოუხდა ცხოვრება. (ავტორი გენია.ჯი) როგორც შემდგომ თავად ამბობდა,ფერნეიში არსებული მისი ბინა – “პატარა სამეფოდ” აქცია,რომელსაც ევროპიდან უამრავი სახელოვანი ადამიანი სტუმრობდა.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ,სანამ ვოლტერი ფერნეიში დასახლდებოდა,ქალაქს სახელად – ფერნექსი ერქვა და მისთვის სახელის შეცვლაც ამ უდიდეს ფრანგ განმანათლებელს დაუკავშირდა,რადგან სწორედ მისი ინიციატივით შეეცვალა პირველად ქალაქს ძველი სახელწოდება.ფერნეიში ცხოვრების პერიოდში,ვოლტერი დღე-ღამეში საშუალოდ 18-20 საათის განმავლობაში მუშაობდა.იგი ხშირად იღვიძებდა შუა ღამისას და აღვიძებდა თავის მდივანსაც,რომელსაც კარნახობდა პიესების,ლექსებისა და ფილოსოფიური ნარკვევების ტექსტებს,რომლებიც ვოლტერის მდივანს ფურცლებზე გადაჰქონდა (ხშირად თავადაც წერდა).მის სამუშაო მაგიდაზე და საწოლთან მუდმივად ეწყო ასეთი სამუშაოსათვის განკუთვნილი პერო და ფურცლები.
ცნობილია,რომ ვოლტერი აკრიტიკებდა ყველას და ყველაფერს.ფრანგი განმანათლებლის განსაკუთრებით დაუნდობელ კრიტიკას ექვემდებარებოდა რელიგია.”გწამდეს ღმერთი – შეულებელია.არ გწამდეს – აბსურდიო”, – წერდა იგი.მაგრამ მიუხედავად ამისა,ათესტი არ ყოფილა.მისი ფილოსოფიური მსოფლმხედველობით სამყარო მართლაც ღმერთის მიერ იყო შექმნილი,თუმცა სამყაროს შექმნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებში შემოქმედი აღარ ჩარეულა. (ავტორი გენია.ჯი) ვოლტერის ასეთ ფილოსოფიურ მხედველობას – “დეიზმს” უწოდებენ,რომელიც თავის მხრივ,ღმერთის შეცნობის უმთავრეს საგნად გონებას ასახელებს და არა რწმენას.
ფრანსუა მარი არუეს უკანასკნელი თხოვნა იყო,რომ იგი ქრისტიანული წესის სრული დაცვით დაეკრძალათ,რაზეც სასულიერო პირებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.ბასტილიის ციხეში ნატანჯი “ძველი ცოდვილი” ფილოსოფოსის ცხედარი მისივე ნათესავმა სასულიერო პირმა – აბატმა მინიომ კარეტით გააპარა თავის სააბატოში – შამპანში,სადაც წესიც აუგო და მიწასაც ღირსეულად მიაბარა.
რესტავრაციის პერიოდში ფრანგმა კათოლიკე ფანატიკოსებმა ვოლტერის ნეშტი გაიტაცეს,გაანადგურეს და ნაგვით სავსე ორმოში მოისროლეს.დღესდღეობით,კუბო,რომელშიც ვოლტერი განისვენებდა,პანთეონშია განთავსებული,ხოლო ურნა,რომელშიც მისი გული დევს,პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.აღნიშნულ ურნაზე გაკეთებული წარწერა გვამცნობს: “გული ჩემი აქ არის,სული კი ყველგან”. – (ავტორი გენია.ჯი)