შარლ ლუი დე მონტესკიეს შესახებ…

გენიალური ფრანგი მწრალი,ფილოსოფოსი და სამართალმცოდნე – შარლ ლუი დე მონტესკიე (1689-1755 წლები),მიუხედავად უდიდესი პოპულარობისა,ერთობ მოკრძალებული,დინჯი და  უბრალო თვისებებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა-კი,როგორც მისი თანამედროვეები შენიშნავდნენ,მუშაობის მხრივ საკმაოდ ნელი ტემპით გამორჩეული ყოფილა.”მონტესკიემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება პრაქტიკულად წიგნების კითხვასა და ფრთხილ განსჯებს მიუძღვნა.მაგრამ ის თავის ქმნილებებზე ძალიან ნელი ტემპით მუშაობდაო”, – წერდა შარლის შესახებ მისი მეგობარი.ლონდონის მასონური ლოჟის – “გორნის” წევრი ფილოსოფოსი ბევრ დროს უთმობდა საკუთარ გამგებლობაში არსებული ულამაზესი ციხესიმაგრის მოვლა პატრონობას.მას ხშირად ჰხედავდნენ ვენახებში მომუშავეს,რომელიც მისთვის უმთავრესი შემოსავლის წყარო გახლდათ.როგორც ირწმუნებიან,სამუშაო მაგიდასთან მომუშავე მონტესკიეს ჩვევად ჰქონია ფეხების გამუდმებული კანკალი,რის გამოც წლების განმავლობაში,მაგიდის ქვეშ განთავსებულ იატაკზე შეღრმავებული ადგილიც კი გაჩენილა.

1715 წელს შარლმა ჟანა დე ლატირზე იქორწინა,რომელიც მას საცოლედ საკუთარმა ბიძამ შეურჩია.მონტესკიესა და ლატირს თანაცხოვრებაში სამი შვილი შეეძინათ. 1716 წელს იგი არჩეული იქნა ბორდოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად.მოგზაურობის მოყვარულმა დიდებულმა ფრანგმა სწავლულმა მოიარა ისეთი ევროპული ქვეყნები,როგორებიც გახლავთ – იტალია,ავსტრია,უნგრეთი,ინგლისი,ნიდერლანდები და შვეიცარია.მოგზაურობისას კარგად შეისწავლა აღნიშნულ ქვეყნებში მაცხოვრებელი ხალხის ზნე-ჩვეულებები და ტრადიციები,რაც მის არაერთ ნაშრომში ასახა.

სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მონტესკიემ ფრანგულ კომუნა – ლა-ბრედში განთავსებულ საკუთარ ციხესიმაგრეში გაატარა,სადაც მას არა მხოლოდ ცნობილი ადამიანები,არამედ უბრალო გლეხებიც კი სტუმრობდნენ,რათა სახელოვანი თანამემამულისათვის თვალი მაინც შეევლოთ.

1755 წლის 10 თებერვალს შარლ ლუი დე მონტესკიე პნევმონიას ემსხვერპლა.იგი უკანასკნელ გზაზე სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად დიდმა ფრანგმა ენციკლოპედისტმა და განმანათლებელმა – დენი დიდრომაც გააცილა. XVIII საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მოაზროვნე დაკრძალული იქნა სენ-სიულპის ეკლესიაში.დღევანდელ დღემდე,სამწუხაროდ,მის საფლავს არ მოუღწევია. – (ავტორი გენია.ჯი)

შარლ ლუი დე მონტესკიეს მფლობელობაში არსებული – “ლა-ბრედის ციხესიმაგრე”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>