ვინ მოუწამლა სიცოცხლე ჟორჟ ბიზეს?
რომანტიზმის მუსიკალური პერიოდის ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა კომპოზიტორმა - ჟორჟ ბიზემ (1838-1875 წლები) ებრაული წარმომავლობის მქონე აწგარდაცვლილი თავისი მასწავლებლის – ჟაკ ფრომანტალ გალევის უმცროს ქალიშვილზე – ჟენევიევ გალევიზე 1869 წლის 3 ივნისს იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) ბიზეს მომავალი მეუღლე პირველივე ნახვით შეუყვარდა.მან ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას,რომ მისი სატრფოს დედა პერიოდულად ხვდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.გარდა ამისა,ყურადღება არც იმ გარემოებაზე გაუმახვილებია,რომ ჟენევიევი და მასზე ექვსი წლით უფროსი და – ესტერი საშინელი ნერვული დეპრესიით იტანჯებოდნენ.ბიზეს ქორწინებამდე ხუთი წლით ადრე ესტერი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.მის გარდაცვალებაში დედამ ბრალი თავის მეორე ქალიშვილს,ანუ ბიზეს მომავალ მეუღლეს დასდო.გალევის ოჯახში განვითარებულმა მოვლენებმა ჟენევიევი იძულებული გახადა სახლიდან ერთხელ და სამუდამოდ გაქცეულიყო.თუმცა ეს ყველაფერი არ იყო – ნერვული დეპრესიით იტანჯებოდა თავად ჟორჟის მასწავლებელი ჟაკ ფრომანტალიც.მეუღლის მსგავსად,ფსიქიატრიული საავადმყოფოს ხშირი პაციენტი გახლდათ მისი და – მელანიც.
ყოველივე ზემოთმოყვანილი ფაქტების შესახებ ჟორჟ ბიზე სრულად იყო საქმის ყურში.მიუხედავად ამისა,მან ათეისტური მსოფლმხედველობით გამორჩეულ ჟენევიევზე ქორწინება მაინც გადაწყვიტა და ხაზს უსვამდა იმას,რომ საყვარელ ქალში მას განსაკუთრებით მისი გონიერება იზიდავდა.ბედნიერების მწვერვალზე მყოფ კომპოზიტორს ყურადება არც საცოლის ნათესავების მიერ შედგენილი საქორწინო კონტრაქტისათვის მიუქცევია,რამაც საბოლოო ჯამში ჟორჟ ბიზე ბანკროტად აქცია.
ქორწინებიდან რამდენიმე ხანში გენიალურ კომპოზიტორს მეუღლემ პარიზის კონსერვატორიის პედაგოგთან – ელი დელაბორდთან უღალატა.მიუხედავად ესოდენ შეურაცხმყოფელი ქმედებისა და ჟენევიევის ისტერიკული გამოხტომებისა,ბიზე კვლავაც მასთან განაგრძობდა ცხოვრებას.მათ თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი,სახელად – ჟანი შეეძინათ.
მეუღლისაგან სიცოცხლე მოწამლული ჟორჟ ბიზე 1875 წლის 3 ივნისს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.ქმრის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში მან მეორედაც იქორწინა.ამჯერად ამ შიზოიდი და აღვირახსნილი ქალის რჩეული როტშილდების სავაჭრო სახლის წარმომადგენელი მამაკაცი,გვარად შტრაუსი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟენევიევ გალევი