მაქს პლანკი – “ეპიზოდი”
შუბერტის,შუმანისა და ბრამსის შემოქმედების თაყვანისმცემელი გენიალური გერმანელი ფიზიკოსი და კვანტური ფიზიკის ფუძემდებელი - მაქს პლანკი (1858-1947 წლები),გერმანიაში გამეფებული ნაცისტური რეჟიმის ზეობის პერიოდში ებრაელების მიმართ ლოიალობასა და სოლიდარობას გამოხატავდა,რის გამოც მესამე რაიხის მაღლჩინოსნების დიდ გაღიზიანებას იწვევდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ ეძახდნენ პლანკს იმ ეპოქის გერმანიაში დაცინვით – “თეთრ ებრაელს”.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ მაქს პლანკის ვაჟს – ერვინს,გერმანიის ფაშისტურმა ხელისუფლებამ ვერმახტის პოლკოვნიკის – კლაუს შენკ ფონ შტაუფენბერგის მიერ ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში დასდო ბრალი.იგი გამოცხადებული იქნა შტაუფენბერგის თანამზრახველად,რის გამოც 1945 წლის იანვრის თვეში – დახვრიტეს. 89 წლის ასაკში გარდაცვლილი მაქს პლანკის საფლავზე განთავსებულ ქვის ფილაზე ამოკვეთილია მხოლოდ და მხოლოდ მისი სახელი,გვარი და რიცხობრივი მაჩვენებელი – “პლანკის მუდმივა”. – (ავტორი გენია.ჯი)