კონდრატი რილეევი – “ეპიზოდი”

როგორც ერთ-ერთი გადმოცემა გვაუწყებს,რუსეთის იმპერიაში 1825 წელს განხორციელებული დეკაბრისტთა აჯანყების ერთ-ერთი ლიდერისა და გამოჩენილი რუსი პოეტის - კონდრატი რილეევის (1795-1826 წლები) დედას – ანასტასია ესენს ჯერ კიდევ თავისი ვაჟის პატარაობაში ჰქონია ხილვა იმის შესახებ,რომ მის სათაყვანებელ შვილს ჩამოხრჩობის შედეგად ელოდა აღსასრული. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. და მართლაც – 1826 წლის 13 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის მსჯავრდებული რილეევი ოთხ თანამზრახველთან ერთად სახრჩობელაზე აიყვანეს.თუმცა პირველ ჯერზე მისი სიკვდილით დასჯა ვერ მოხერხდა,რადგან თოკი რომლითაც იგი უნდა ჩამოეხრჩოთ,განაჩენის აღსრულების დროს ყველასათვის მოულოდნელად – გაწყდა.ასე განმეორდა სამჯერ… და როდესაც რილეევისათვის მეოთხეჯერ და უკანასკნელად ჩამოუცვამთ ყულფი თავზე,იგი ერთობ ცინიკური სიტყვებით გამოთხოვებია წუთისოფელს: “წყეული მიწა,სადაც არ შეუძლიათ არც შეთქმულების მოწყობა,არც გასამართლება და არც ჩამოხრჩობა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>