ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”
დიდ რუს მწერალს - ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები),ერთ-ერთმა ჟურნალმა თანამშრომლობა შესთავაზა.ამ მისიით კი მასთან მივლენილი იქნა ისეთი ჟურნალისტი,რომელიც დიდი მჭერმეტყველებით გამოირჩეოდა.იგი ყველანაირი ხერხით ცდილობდა ტოლსტოის “გულის მოგებას”,რის გამოც უთავბოლო ციტატებისა და ფილოსოფიის მთელი შადრევანი “დაატეხა” მწერალს.ამ დროს კი ტოლსტოი ერთი საათის მანძილზე მოთმინებით სცემდა ბოლთას.თუმცა დიდი ყურადღებით უსმენდა ორატორს: დროდადრო შეჩერდებოდა და გამგმირავ მზერას ესროდა თანამოსაუბრეს. (ავტორი გენია.ჯი) მერე შებრუნდებოდა,ხელებს ქამრის ქვეშ შემოიწყობდა,კვლავ იწყებდა სიარულს და ყურადღებით უსმენდა თანამესაუბრეს.საკმაოდ დიდხნიანი საუბრის შემდეგ,ჟურნალიდან მივლენილი ორატორი გაჩუმდა და ტოლსტოის პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.ლევ ტოლსტოი კი კვლავ დადიოდა ფიქრებში გართული,მომხსენებელი კი ოფლს იწმენდდა და ცვირსახოცით სახეს ინიავებდა.დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა.ბოლოს მწერალი ერთ ადგილას შეჩერდა,კარგა ხნის მანძილზე ჩასცქეროდა თვალებში სერიოზული და მკაცრი გამომეტყველებით თანამესაუბრეს,რის შემდეგაც წარმოთქვა: ”გაურკვეველია! რა სინდისია,ჩემისთანა მოხუცის გაბრიყვება?” ეს სიტყვები როდესაც წარმოთქვა იგი კარისაკენ გაემართა,თუმცა ზღურბლზე შეჩერდა და მას მიმართა: ”მე ყოველთვის მეგონა,რომ მწერალი წერს მაშინ,როცა სათქმელი გაუჩნდება,როცა მას თავში ჩამოუყალიბდება ის,რაც ქაღალდზე უნდა გადაიტანოს; მაგრამ რატომ უნდა ვწერო მე ჟურნალისათვის მაინდამაინც მარტში და სექტემბერში,ეს კი ვერაფრით გამიგია!” ამ სიტყვებით ლევ ტოლსტოი ოთახიდან გავიდა და საბოლოოდ განაცხადა უარი ჟურნალში მუშაობაზე. (ავტორი გენია.ჯი)